წიგნი მეორე მაკაბელთა

თავი I. თავი პირველი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

B
1,1 ძმათა, რომელნი ხართ ეგჳპტესა შინა, გიხაროდენ იუდეანთა; და ძმანი რომელნი არიან იერუსალჱმსა შინა იუდეანნი და რომელნი არიან სოფელსა შინა ჰურიასტანისასა, მშჳდობაჲ კეთილი.
1,2 და რათა კეთილი გიყოსთ თქუენ ღმერთმან და რათა მოიჴსენოს აღთქმისა თჳსისა, რომელი ჰყო აბრაამს, ისაკს და იაკობს მიმართ, მონათა თჳსთა სარწმუნოთა.
1,3 და რათა მოგცეს თქუენ გულნი ყოველთა შინა პატივის-ცემად მისა და ყოფად ნებისა მისისა გულითა დიდითა და სულითა სათნოებისათა.
1,4 და განჴსნად გულთა თქუენთა შჯულსა შინა თჳსთა და ბრძანებათა შინა და მშჳდობა რათა ჰყოს.
1,5 და რათა სმენად ლოცვისა თქუენისა და შეგიწყალოსთ თქუენ და არა დაგიტეოს თქუენ ჟამსა შინა ბოროტსა.
1,6 და აწ აქა ვართ მავედრებელნი თქუენთჳს.
1,7 მეფობასა დიმიტრისა, წელსა ას სამეოცდაცხრამეტსა, ჩუენ, იუდეველნი, დაგიწერენით თქუენდა ჭირსა შინა და სიმწარეთა შინა, შემოსულთა ჩუენდა წელსა შინა ამათთა, მიერითგან განშორებისა იასონისა და რომელნი მისთანათა წმიდისაგან ქუეყანისა და სამეფოსა.
1,8 და დაწუეს ბჭე და დასთხიეს სისხლი უბრალო, და ვევედრეთ უფალსა და შესმენილ ვიქმენით და შევსწირეთ მსხუერპლი და სამინდონი და აღვანთენით სასანთლენი და წინა-დავაგენით პურნი.
1,9 და აწ იდღესასწაულნეთ დღენი კარვობისანი, თუე ხასელათისა.
1,10 წელსა ას ოთხმეოცდარვასა რომელნი იერუსალჱმსა შინა და რომელი ურიასტანსა შინა და მოხუცებულნი და იუდასნი - არისტოულს, მოძღუარი პტოლემეს მეფისა, ხოლო მყოფსა ცხებულთაგან ნათესავი მღდელთა. და რომელნი ხართ ეგჳპტესა შინა ებრაელნი, გიხაროდენ და ცოცხლებით იყვენით!
1,11 და დიდთაგან ჭირთა ღმრთისა მიერ ჴსნილნი დიდად ვმადლობთ მას, ვითარცა მეფისა ზედა-განწყობილი,
1,12 რამეთუ ესენი განმრავლებულად ჰყო დამბანაკებელთა წმიდასა შინა ქალაქსა,
1,13 რამეთუ სპარსთა შინა მყოფთა მყვანებელი და მის თანა დაუთმობელი გოდებდა ყოფად ძალისა, გარდაკუეთილ იქმნას საკერპოსა ნანესა შინა მოცთუნებულნი გამსაჴმარებელთა მღდელთა, მყოფთა ნანეის თანა.
1,14 რამეთუ ვითარცა დამყოფებად მნებელი მისი მოვიდა ადგილსა ზედა ანტიოხოს და რომელი იყვნენ მის თანა მეგობარნი არებისათჳს ვეცხლთა ქუე სახელითა ვენისა.
1,15 და რამეთუ წინა-დადებულთა ამათ მღდელთა ნანეისა და მოსლვასა მისსა მცირითურთ სტოვასა შინა საკერპოსასა საჴშეს საკერპო, ოდეს შევიდა ანტიოხოს,
1,16 განახუნეს კამარანი, დაფარულნი კარნი, დაჰჯრებდენ ქვათა და დაჰქოლნეს ერისტავი და მყოფნი მის თანა და განყვეს ასოეულსა ზედა და თავნი მოჰკუეთნეს, განაგდეს, მყოფთა მიმართ გარე.
1,17 ყოვლისათჳსვე კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, რომელმან მისცა არაწმიდების-მოქმედთა.
1,18 მნებელნი უკუე დღესასწაულებად ოცდამეხუთესა დღესა თჳსა ხასილევისასა განწმედად ტაძრისასა ვგონებთ, ჯერ-იყო მოთხრობად თქუენდა, რათა თქუენცა დრესასწაულობდეთ დრესა კარვობისა და ცეცხლისა, ოდეს ნ[ე]ემია აღაშენა ტაძარი და საკურთხეველი, შეწირა მსხუერპლი.
1,19 რამეთუ ოდეს სპარსეთსა შინა შევიდოდეს მამანი ჩუენნი, მაშინ მღდელთა, მოშიშთა ღმრთისა, აღიღეს ცეცხლისაგან საკურთხეველისა ფარულად, დაფარეს ღელესა შინა ჯურღმულსა, წესთ-მქონებელისა ურწყულსა, მას შინა დაჴშნეს, რამეთუ ყოველთაგან უცნაურ-ყოფად ადგილი.
1,20 ხოლო გარდაჴდომილთა წელთა მრავალთა, ოდეს სათნო-უჩნდა ღმერთსა, წარმოგზავნა ნე[ე]მიასი მეფისგან სპარსთასა, შვილის-შვილნი მღდელთა დაფარულთა წარგზავნა ძიებისათჳს ცეცხლისა და, ვითარცა მოგჳთხრეს ჩუენ, არა გუეპოვა ცეცხლი, არამედ წყალი ზრქელი.
1,21 უბრძანა მათ აღმოვსებად და მოღებად. ხოლო ოდეს მოღებულ იქმნა სამსხუერპლოთა, უბრძანა მღდელთა ნე[ე]მია სხურებად წყლითა შეშისა და ზედა-მდებარისა.
1,22 ხოლო ოდეს იქმნა ესე და ჟამი წარჴდა, ოდეს მზე აღმობრწყინდა, პირველ ღრუბელთა მყოფი, აღეგზნო ცეცხლი დიდი, რამეთუ განკჳრვებად ყოველთა.
1,23 ხოლო ლოცვასა ჰყოფდეს მღდელნი, ოდეს შეიწოდა მსხუერპლი, და მღდელნი და ყოველნივე; იონათანის დამწყებელისა, ხოლო სხუათა მიმგებელთა, ვითარცა ნე[ე]მიას.
1,24 ხოლო იყო ლოცვა, რომელსა აქუნდა სახე ესე: უფალო, უფალო ღმერთო, ყოველთა შემოქმედო, საშინელო და ძლიერო და მართალო და მოწყალეო,
1,25 მხოლოო მეუფეო და სახიერო, მხოლოო მომნიჭებელო, მხოლოო მართალო და ყოველსა მპყრობელო და საუკუნეო, რომელი იჴსნი ისრაჱლსა ყოვლისაგან ბოროტისა, რომელმან ყავ მამანი რჩეულ და წმიდა-ყვენ იგინი!
1,26 მიითუალენ მსხუერპლი ყოვლისათჳსვე ერისა შენისა ისრაჱლისა და დაიცვენ ნაწილი შენნი და წმიდა-ყავ;
1,27 და შეკრიბე განბნეულებაჲ ჩუენი, გჳჴსენ დამონებულნი წარმართთა, შეურაცხთა და საზაგელთა მოხედე, და რათა სცნონ წარმართთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი.
1,28 სტანჯენ მიმძლავრებულნი და მაგინებელნი ამპარტავანებათა შინა.
1,29 დანერგნენ ერნი შენნი ადგილსა შინა წმიდასა შენსა, ვითარცა თქუა მოსე.
1,30 ხოლო მღდელნი გალობდენ გალობასა.
1,31 ხოლო ოდეს დაიწუა მსხუერპლი, და დაშთომილი წყალი უბრძანა ნ[ე]ემია ლოდთა უფროსთა დასხმად.
1,32 ოდეს ესე იქმნა, არეგზნო ალი და საკურთხეველისაგან გამომკთოლვარისა ნათლისა შეიწუა.
1,33 ხოლო ოდეს განცხადებულ იქმნა საქმე და მიეთხრა მეფესა სპარსეთისასა, რამეთუ ადგილსა შინა, რომელსა შინა ცეცხლი დაფარეს წარტყუენილთა მღდელთა, წინასწარმეტყუელი გამოჩნდა მიერითგან ნ[ე]ემია, და რომელნი იყვნეს მის თანა, განწმიდნეს მსხუერპლნი.
1,34 ხოლო შემოზღუდვილ-ჰყოს მეფემან ტაძარი ადგილისა მის, გამოიცადოს საქმე.
1,35 და რომელთა მიანიჭებდა მეფე მრავალთა ნიჭთა, რომელი აღიღო, და მიანიჭებდა.
1,36 ხოლო უწოდა ნ[ე]ენია და რომელნი იყვნეს მის თანა, ადგილი მას ნეფთარ, რომელი ითქმის განწმედა, ხოლო ეწოდების მრავალთაგან ნეფაი.

თავი II. თავი მეორჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33

B
2,1 ხოლო იპოვებიან წერილთა შინა იერემია წინაწარმეტყუელისასა, რამეთუ უბრძანა აღებად ცეცხლისა წარტყუენულთა, ვითარცა ისასწაულა.
2,2 და ვიტარცა ამცნო წარტყუენულთა წანაწარმეტყუელმან, მისცა მათ შჯული, რათა არა დ[ა]ივიწყნენ ბრძანებანი უფლისანი და რათა არა შესცთენ გონებითა, მხედველნი კერპთანი ოქროთა და ვეცხლთანი და რომელნიცა არიან გარემო მათთა სამკაულნი.
2,3 და სხუათა ესევითართა მეტყუელი ევედრებოდა, არა განიშორონ გულისაგან მათისა შჯული.
2,4 ხოლო იყო წერილსა შინა, ვითარცა კარავი და კიდობანი უბრძანა წინაწარმეტყუელმან საღმრთოსაებრ მიგებისა ქმნილისა შედგინებად მის თანა, ვიდრემდის აღვიდეს მთასა შინა, რომელსა ზედა მოსე აღვიდა, იხილა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ.
2,5 და მოვიდა იერემია, პოვა ქუაბი და საყოფელი და კარავი და კიდობანი და საკურთხეველი საკმეველთა, შეიღო მუნ და დაჴშნა კარნი.
2,6 და მოვიდნენ ვინმე შემდგომილთაგანი, რათა დაინიშნენ თავისა თჳსისა გზა, და ვერ უძლეს პოვნად.
2,7 ხოლო რაჟამს სცნო იერემია, აყუედრა მათ, ჰრქუა, რამეთუ: უცნაურ იყოს ადგილი, ვიდრემდის შეკრიბეს ღმერთმან შესაკრებელი ერთანი და მოწყალე იქმნეს.
2,8 და მაშინ უფალმან გამოიჩინოს ესე, და გამოჩნდეს დიდებაჲ უფლისაჲ და ღრუბელი, ვითარცა და მოსეს თანა გამოიცხადა, ხოლო ვითარცა და სოლომონ ევედრა, რათა ადგილი წმიდა-ყოს დიდად.
2,9 ხოლო გამოაცხადებდა და, ვითარცა სიბრძნე აქუნდა, შეწირა მსხუერპლი განახლებისა და აღსრულებისა ტაძრისაჲ.
2,10 და ვითარცა მოსე ილოცა უფლისა მიმართ, და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა მსხუერპლი, ეგრეთვე სოლომონიცა ილოცა, და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა ყოვლად-დასაწუელი.
2,11 და თქუა მოსე: ვინათგან არა შეჭამა, რომელ იყო ცოდვისათჳს, და შეიწუას.
2,12 ეგრეთვე სოლომონცა რვა დღე იდღესასწაულა.
2,13 ხოლო მოიუწყებოდაცა წერილთა შინა. და მოსაჴსენებელთ-წერილთა შინა ქმნულთა თანა ნ[ე]ემიასა იგივე, და ვიტარცა აღუშენა წიგნთა საცავი, შეიკრიბა, რომელი იყო მეფეთათჳს და წინაწარმეტყუელთა და დავითისათჳს და ეპისტოლენი მეფეთა შეძინებულთათჳს.
2,14 ეგერთვე იუდამაცა, დაცემულთა ბრძოლითა რომელი იქმნა, ჩუენდა შეკრიბა ყოველი, და არიან ჩუენ თანა.
2,15 ამათ უკუე უკუეთუ უჴმდეს, მომღებელთა თქუენდა წარმიგზავნებიან.
2,16 მნებებელთა უკუე დღესაწაულობად განწმედისა მოგწერეთ თქუენ, კეთილად უკუე ყავთ დღესასწაულობა დღეთა.
2,17 ხოლო ღმერთმან, რომელმან აცხოვნა ყოველი ერი თჳსი და მისცა სამკჳდრებელი ყოველთა და სამეფო და მღდელობა და სიწმიდე.
2,18 ვითარცა ამცნო შჯულსა შინა, რამეთუ ვესავთ ღმერთსა, რამეთუ ადრედ შეგჳწყალოს ჩუენ და შეგუკრიბოს ცასა ქუეშეთაგან წმიდასა ადგილსა შინა;
2,19 რამეთუ გჳჴსნას ჩუენ ძჳრთაგან დიდითა და ადგილი განწმიდოს,
2,20 რამელი იუდასათჳს მაკაბელისა და ძმათა მისთათჳს და ტაძრისა დიდისა განწმედისათჳს და განახლებისათჳს საკურთხეველისა;
2,21 ხოლო კუალად და ბრძოლათათჳს ანტიოხოს ეპიფანისა და ძისა მისისა ევპატორისა
2,22 და გამოჩინებულთათჳს ზეცით ქმნილთა კეთილთა უმეტეს მჴნეობათა ჰურიაობისათჳს პატივის-მოყუარებისა, რამეთუ ყოველსა სოფელსა მცირე-მყოფი მოაოჴრებდეს და ბარბაროზთა სიმრავლესა განსდევნიდენ.
2,23 და უმეტეს დიდებულებითა ყოველსა შინა დაშენებულის ტაძარი აღაშენეს და ქალაქი იჴსნეს. და რომელთა უნებდათ შჯული დაჴსნად, წარმართებდეს, უფალსა ყოვლითა თანა სიმდაბლითა მოწყალეს ჰყოფდენ მათდა;
2,24 რომელი იასონისაგან კურ[ი]ნელისა მოჴსენებული ხუთითა წიგნითა, გამოვიცდით ერთსა განწესებისა თანა შეწყობად.
2,25 რამეთუ გამომსარკებელნი სიმრავლესა რიცხუთასა და რომელი იყო უჯეროვნო მნებებელთა შეჴდომისა მოთხრობად მატიანისა სიმრავლისათჳს საქმისა,
2,26 ვზრუნავთ, რათამცა მნებეველთა კითხვად აქუნდეს სულისა ნუგეშის-ცემა, სიბრძნის-მოყუარეთა ჯეროვან მოიღონ საჴსოვარსა ზედა, ხოლო ყოველთა აღმომკითხველთა სარგებელი.
2,27 და ჩუენდა უკუე, მომღებელთა შთომათათა შემოკლებისა, არა ადვილ არს ოფლითაცა და მღჳძარებითა საქმე ვყოთ.
2,28 რამეთუ ვითარცა რომელმან განმზადნეს სერი და რომელნი ეძიებდეს სხუათა სარგოთა, არა ნუთუ გარნა მადლობისათჳს მრავალთა ტკბილი შრომა დავითმინოთ,
2,29 გამოცდილებად უკუე თჳთეულთათჳს წარმწერელისა გამიცდილისა, ხოლო შემდგომელნი ქუვე-მდებარეთა წერილთა შემამოკლებელისა მშრომელისა,
2,30 რამეთუ ვითარცა ახლისა სახლისა ხუროთ-მოძღურისა ყოვლისათჳს აღშენებისა მზრუნველობა შეჰგავს და ცოცხალ-მხატრობად დამწყებელთასა შემსგავსებულ შემკობისა მიმართ ძიებად, ეგრეთ ვგონებ ჩუენთჳსცა.
2,31 გამოკულევად და ყოველთათჳს ყოფად სიტყუათა და მრავალნივთიერებად თჳთეულთათჳს ნაწილთაებრ უხუცესისა მითხრობა ღირს არს.
2,32 და რომელი შეწყობისა მიმართ თქმულთა დევნად, ხოლო წურილთა საქმეთა დატევებად, მოქმედთა შემმოკლებელისა განტევებად თანა-მდებ.
2,33 ამიერითგან უკუე ვიწყოთ მითხრობად წინა-მდებარეთა თქმულთა ესოდენ თანა-შეერთებულთა, რამეთუ უმეცრულად რომელი პირველად მატიანისა განმრავლებად, ხოლო თჳთისა მატიანეთა შემოკლებად.

თავი III. თავი მესამჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

B
3,1 ოდეს უკუე წმიდაჲ ქალაქი დააშენეს ყოველსა შინა მშჳდობასა და შჯული კუალად უმეტესად დაიმარხოდეს იონი მღდელთ-მთავრის კეთილმსახურებისათჳს და ბოროტთა სიძულილისა,
3,2 განისწავლნეს თჳთ მეფენიცა პატივის-ცემად ადგილისა და ტაძრისა დიდითა ნიჭითა სადიდებელად.
3,3 რამეთუ სელევკ, მეფეცა ასიისა, მოსცემდა ყოველთაგან შემოსავალთა ყოველსა, რომელი მსახურებისა მიმართ მსხუერპლისა, ჯეროვანებულსა წარსაგებელსა.
3,4 ხოლო სიმონ, ვინამე ტომისაგან ბენიამენისა, ზედა-მდგომელად ტაძრისა დაედგინა და შეწყნარებულ იქმნა მღდელთ-მთავართა თანა შჯულის გარდაქცევისათჳს, რომელნი იყვნეს ქალაქისა შინა.
3,5 არამედ ოდეს შეუძლო იონი მოუძლურდა, მივიდა აპოლონის მიმართ თარსესა, რომელი მას ჟამსა შინა იქმნა მჴედართ-მთავარი კილი-სურეთისა და ფინიკისა,
3,6 და მიუთხრა მას სიმდიდრეთათჳს აურაცხელთა იერუსალჱმსა შინა საუნჯის-საცავისა, რამეთუ მრავალთა პირად-პირადთა ურიცხუთა ყოფად და რამეთუ არა ჯერ-არს ესე დიდებისა მიმართ მსხუერპლთასა, ხოლო შესაძლებელ არს ყოფად, რათა ჴელმწიფებასა ქუესე მეფის შევარდნად ყოველი ესე.
3,7 ხოლო ოდეს მოაჴსენებდა მეფისა მიმართ აპოლონი სიმდიდრისათჳს ცხადად მითხრობილთა მისა, ხოლო მან გამოარჩია ილიოდორა, რომელი იყო საქმეთა მის[თ]ა ზედა, და წარმოავლინა და მისცა მცნება, რათა წინა-თქმულისა სიმდიდრისა მოიღოს.
3,8 ხოლო მოსწრაფედ ჰყოფდა ილიოდორა სლვასა, ქუეშე სახითა უკუე ვითარცა ქალაქთა კილი-სურიულისას და ფინიკისასა განმსლველი, ხოლო თჳთ საქმეთა მეფისა ბრძანებულისა აღსრულებად მნებელი.
3,9 ხოლო მოვიდა იერუსალჱმსა შინა და სიბრძნის-მოყუარებისაებრ მღდელ-მთავრისაგან ქალაქისა შეიწყნარენ, მიუთხრა მყოფთათჳს გამოჩინებულისა და რაჲსათჳს მოვიდა, აუწყა, ხოლო ჰკითხვიდა: უკუეთუ ჭეშმარიტად ესე ესრეთ არიან?
3,10 მაშინ მღელთ-მთავარმან აჩუენა დადებულნი ყოფად ესე გამოსაზრდელთა მიმართ ქურივთა და ობოლთა,
3,11 ხოლო რომელნიმე ყოფად და ირკიანა, ძისა ტოვიასი, კაცისა ფრიად პატიოსნისა; და არა ვითარცა იყო შემაცთუნებელი არაწმიდა სიმონ, ხოლო ყოველი ვეცხლი ტალანტი ოთხასი და ოქრო - ორასი.
3,12 ხოლო შეწუხებად მორწმუნეთა ადგილისა წმიდისა და პატივად და მოუფრთხილებელისა პატივისა ტაძრისა ყოველსა შინა ქუეყანასა ყოველთა არაშესაძლებელი არს.
3,13 ხოლო ილიოდორა მეფეთა ბრძანებათათჳს, რომელი აქუნდა, იტყოდა, რამეთუ ყოველივე ჯერ-არს ესე არებად სამეფოს საუნჯესა შინა.
3,14 ხოლო განსაზღვრა დღე, შევიდეს გარდახილვასა ამათთჳს მნებელი ყოფად. ხოლო იყო არა-მცირე ყოველსაებრ ქალაქისა ძრწოლა.
3,15 ხოლო მღდელნი წინასე საკურთხეველისა სამღდელოთა სამოსელთა განყრიდეს თავისა თჳსისა, ხადოდეს ზეცით მომცემელსა რჯულთა დადებულტათჳს, რათამცა დადებულტა ამათ მთლად დაიცოს.
3,16 ხოლო იყო ხილვა პირისა მღდელთ-მოძღურისა მოწყლულად განებითა, რამეთუ სახე და ხილვა შეცვალებულ გამოჩნდა სულისა შეურვება.
3,17 რამეთუ დასთხია კაცისა ვითარიმე მოშიშება და შიში ჴორციელნი, რათამცა განცხადებულ იქმნა მხედველტა გულსა ზედა მდგომარისა სალმობისა;
3,18 ხოლო სხუანი ერთბამად სახლტაგან გამორბიოდეს ყოველ სათემოსა ზედა ვედრებისა, რამეთუ უნებდათ მოსლვად ადგილთა საკიცხელსა ზედა.
3,19 ხოლო დედატა მოერტყათ მკერდთა ზედა ძაძითა, გზათა ზედა განმრავლდებოდეს; ხოლო დაკრძალულნი ქალწულნი ერთისა უკუე მირბიოდეს ბჭეთა მიმართ, ხოლო სხუანი ზღუდეთა ზედა, ხოლო რომელნიმე სარკმლით იხედვიდეს,
3,20 ხოლო ყოველნი აღიპყრობდეს ჴელთა ზეცად მიმართ, ევედრებოდეს.
3,21 ხოლო შეწყალებულ იყო სიმრავლე შერეულნი დაცემისა და ფრიად საბრალოებისა მღდელთ-მთავრის მოლოდებისაჲ.
3,22 და ესენი უკუე ხადოდეს ყოვლის-მპყრობელსა ღმერთსა, რათა მორწმუნენი სარწმუნოებითა მთლად დაიცვნეს თანა ყოვლითა უფთხილებობითა.
3,23 ხოლო ილიოდორ, რომელმან განიზრახა აღსრულებად.
3,24 ხოლო მუნავე მას შუბის-მტჳრთველისა თანა წიგნ-საცავსა შინა აწ შევიდეს, ყოვლის-მპყრობელმან მამათა უფალმან, ჴელმწიფედ მფლობელმან, გამოცხადებაჲ დიდი ყო, რამეთუ ყოველთა კადნიერთა შესლვად განმაკჳრვებელმან ძალმან ღმერთისამან, დაჴსნასა შინა და ცჳფრებასა შინა შეცვალებად.
3,25 რამეთუ გამოუჩნდა მათ და ვითარმე ცხენი, საშინელი აქუნდა ამჴედრებული და ყოვლად-კეთილისა საჭურველითა შემკობილი, ხოლო დაეცა თანა-მიმართებით განრჭმულ ილიოდორს შინა წინათისა ჩლიქისა, ხოლო მჯდომარე მას ზედა ჩნდა ოქროს საჭურველისა მქონებელი.
3,26 ხოლო სხუანი ორნი გამოუჩნდეს მას ჭაბუკნი, ძალითა კეთილშუენიერნი, უფროს კეთილნი დიდებითა, ხოლო შემკულნი სამოსლითა, რომელი გარემოადგეს მას, ორთაგანვე ადგილთა გუემდეს მას დაუცხრომელად, მრავალსა წყლულებასა დასდებდეს მას.
3,27 ხოლო მეყსეულად ილიოდორა დაეცა ქუეყანასა ზედა და მრავალითა ნისლითა შეცულ იქმნა, აღიტაცეს იგი და დადვეს ცხედარსა ზედა.
3,28 იგივ, რომელი უყოვნებელად თანა მრავლითა რბენითა და თანა ყოველთავე ძრუნის შეწირვითა წინა-თქმულსა შინა შევიდა წიგნ-საცავსა, გამოაქუნდეს შეუწევნელი თავისა თჳსისა მყოფი, განცხადებულად ძალსა ღმრთისასა სცნობდა.
3,29 და იგი უკუე საღმრთოთა მოქმედებათა უჴმოდ და ყოვლისა სასოებისა და ცხოვრებისა მოკლებული გარდაგდებულ იქმნა.
3,30 ხოლო ესენი უფალსა აკურთხევდეს, რომელმან ადიდა ადგილი თჳსი. და მცირეთა პირველ შიშისა და ძრწოლისა სავსებელ ტაძარი, ყოვლის-მყრობელისა გამოჩინებისა უფლისაჲ, სიხარულითა და შუებითა აღივსო.
3,31 ხოლო მსწრაფლ ვინმე მეგობართაგან ილიოდოროვისგანი ევედრებოდეს იონას მოწოდებად მაღლისა, რათა ცხოვრებაჲ მოანიჭოს მას მარადის უკანასკნელსა აღმოფშჳნვასა შინა მდებარესა.
3,32 ხოლო განიზრახვიდა მღდელთ-მთავარი, რათა არაოდეს მეფემან განზრახვა მიიღოს, რამეთუ ბოროტმოქმედებაჲ რომელიმე ილიოდორას ზედა იუდეანთა ჰყვეს, შეწირა მსხუერპლი ცხოვრებისათჳს კაცისა.
3,33 ხოლო ოდეს მღდელთ-მთავარი ევედრებოდა, იგივე ჭაბუკნი კუალად გამოუჩნდეს ილიოდოროს მითვე სამოსელთა შინა შემოსილნი, და მდგომარეთა ჰრქუეს: მრავალნი იონის მღდელთ-მთავარს მიეც სამადლობელნი, რამეთუ ამისთჳს შენ უფალმან ცხოვრება მოგანიჭა.
3,34 ხოლო შენ, მისგან გუემულმან, მიუთხარ ყოველთა დიდებულებაჲ ღმრთისაჲ და ძლიერებაჲ. ხოლო ესე ჰრქუეს და უჩინო იქმნეს.
3,35 ხოლო ილიოდოროს მსხუერპლი შეწირა უფალსა და აღთქმა ყოვლად-დიდნი აღუთქუა ცხოვრების მიმნიჭებელსა და იონის მმადლობელი მიიქცა მეფისა მიმართ მჴედრობათა თანა.
3,36 ხოლო წამებდა ყოველთა, რომელი იხილა თუალითა საქმენი ყოვლად-დიდისა ღმრთისანი.
3,37 ხოლო ოდეს მეფემან ჰკითხა ილიოდორას, ვინ იყოს საჴმარ კუალად ერთგზის წარგზავნად იერუსალჱმს შინა, მიუგო:
3,38 უკუეთუ ვინმე გჳვის მტერი, ანუ სამეფოსა შენისა შემაცთუნებელი, წარგზავნე მუნით და მოწყლული მიითუალო იგი, და უკუეთუ ცხოვნდეს, რამეთუ ადგილსა მას შინა არს რაჲმე ძალი ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.
3,39 რამეთუ იგი საყოფელი ზეცათასა აქუს, ზედა-მხედველ არს და შემწე ადგილისა მის და მისრულთა განბოროტებასა ზედა შეავნებს და წარწყმედს.
3,40 და ესე რომელი ილიოდორისათჳს და დაცვისათჳს წიგნ-საცავისა ესრეთ აქუსთ.

თავი IV. თავი მეოთხჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

B
4,1 ხოლო წინა-თქმული სიმონ, რომელი მევეცხლობისათჳს და მამეულისა დამასმენელი შეიქმნა, ძჳრის-მეტყუელებდა იონასსა, ვითარცა-იგი ილიოდორს აღბაძვიდა ამათ მომართ და ბოროტის-შემოქმედი იყო;
4,2 და კეთილმოქმედსა ქალაქისა და დამფარველსა თჳსთა, ერთა და შურისმაგებელსა შჯულისა ღმრთისა კადნიერებდა წოდებად საცთურიანთა საქმეთა.
4,3 ხოლო მტერობასა ესოდენსა შინა გამოსულსა, რამეთუ ვისამეს გამო გამოცდილთაგან სჳმონიანთა მკლველობაცა აღსრულებად,
4,4 ოდეს მომხილველი ონიას მძჳნვარედ ბჭობასა და აპოლლონიას სიცბილიანობად, ვითარცა კილი-სურისა და ფინიკისა მჴედართ-მთავარსა, განმამრავლებელსა სიბოროტისა, სიმეონისას მეფისა მიმართ განვიდა.
4,5 არა იქმნა მოქალაქეთა შემასმენელ, არამედ საერთოსა სარგებელსა თავსა შორის თჳსსა ყოვლისა სიმრავლისა განმზრახველ.
4,6 რამეთუ ხედვიდა თჳნიერ მეფისა განზრახვისა შეუძლებელი მიმთხუევად მშჳდობისა ვისამე საქმეთა, და რამეთუ სიმონ არა დაუტევებს სიცოფესა.
4,7 ხოლო ცხოვრების დატევების დატევებისა სელევკისა და მიღებისა სამეფოსა ანტიოხოსა, რომელსა ეწეოდა ეპიფან, სუროდა იასონს, ძმასა ონიასა, მღდელთ-მთავრობა.
4,8 და შევიდა მეფისა მიმართ, აღუთქუა მას ვეცხლი სამას სამოცი ტალანტი და შემოსავალთაგან რომელთამე სხუათა ტალანტი ოთხმეოცი.
4,9 ხოლო ამათ მიმართ აღუთქუა სხუათა აღწერად ას ორმოცდაათი, უკუეთუ მიეცეს ჴელმწიფება მას სასწავლო ჭაბუკთა დადგინებად მისა და რომელნი არიან იერუსალჱმსა შინა ანტიოქიელთა აღწერად.
4,10 ხოლო სათნო-ჩინებისა მეფისა და უხუცესთა დაიპყრა მეყსეულად, ელენთა ზედა ჩუეულებასა ერთბამად ნათესავთა თჳსთა მოყვანებად იწყო.
4,11 და დადებული ებრაელთა კაცთ-მოყუარება მეფობისა იოანნისით, მამათა იევპოლემისა, ყოფილითა წარგზავნილთა მეგობრობისათჳს და თანამბრძოლობისა რომელთა მიმართ, უარ-ყო და შჯული მოქალაქეობათა კანონთა დაჴსნად, უსჯულოებისა ბრძანებანი განაახლნა.
4,12 რამეთუ მოსწრაფედ თჳთ ქუე კიდურ ქალაქთა სასწავლო დაადგინა და უუპატიოსნესნი ჭაბუკნი დამორჩილა სამეძაოსა შეიყვანდა.
4,13 ხოლო იყო ეგრეთ დასაბამი ვითარიმე ელენთა და გამოსლვასა წარმართისა ცხორებისა, აღმატებულებისათჳს უპატიოებისა და არა მღდელთ-მთავრობისა იასონისა არაწმიდებისა.
4,14 რამეთუ არღარა მსახურებათა მიმართ საკურთხეველთა გულის-მოდგინედ იყვნეს მღდელნი, არამედ ტაძარი უკუე უგულებელს-ყვნეს და მსხუერპლთათჳს არა-ურვებული ისწრაფოდეს თანა-ზიარების-ყოფად სარკინებელს უსჯულოსა დიანასსა, მოხდისაებრ დისკოსსა.
4,15 და მამულისა უკუე პატივი არა რათა ს[ი]ავესა შინა შერაცხეს, ელენთა დიდებისა უფროს კეთილად ყოფად ჰგონებდეს.
4,16 რომელთათჳს მიიღეს იგი უკეთური გარე-მოდგომილება და რომელტათჳს ეშურნეს განწესებულებათა, და ყოველთა უნებდათ მიმსგავსება მათი, ამათ მტერად და მტანჯველი აქუნდათ.
4,17 რამეთუ არა პატივ-ცემად საღმრთოთა შჯულთა შინა არა-შესაძლებად, არამედ ესე შედგომილსა ჟამსა მოგჳთხრობს.
4,18 ხოლო მყოფისა ხუთის წლისა მღუაწებელისა ტჳროსა შინა და მეფისა მუნ ყოფასა
4,19 წარგზავნა იასონ კაცნი სასირცხონი იერუსალჱმისაგან ანტიოხიელთა მყოფთა არა მყოფთა ვეცხლისა დიდრაქმა სამასი ირაკლიოსა მსხუერპლსა შინა; რომელთათჳს ევედრებოდესცა მიმღებელნი, რათა არა გაასაჴმარონ მსხუერპლსა შინა, რამეთუ არა ღირს არს, არამედ სხუათა შინა შემოსავალთა იგინი გარდადებად.
4,20 წარგზავნა უკუე ესე წარგზავნილისათჳს მსხუერპლსა შინა ირაკლევისა, ხოლო შესაწირავთათჳს შენებასა ზედა ნავთა სამნიჩბიანთა.
4,21 ხოლო წარგზავნილს-მყოს ეგჳპტესა შინა აპოლონისა, ძისა მენეოსთეოსა, პირველთა უხუცესთა პტოლემეოსათჳს ფილომიტორისა მეფისა, ოდეს სცნა ანტიოხოს უცხო თჳსად ყოფად იმათვე საქმეთა სამეფოსათა, თჳსთათჳს უფრთხილებლობისა, ზრუნვიდა. ამისთჳს იოპპესა შინა შემოვიდა, მუნითგან მიიწია იერუსალჱმსა შინა.
4,22 ხოლო დიდშუენიერ იასონისაგან და ქალაქისა შეწყნარებული თანა ლამპრებითა ბრწყინვალითა და ქებითა შევიდა; და მიერითგან ფინიკიასა მჴედარნი მიაქცივნა.
4,23 ხოლო შემდგომად სამთა წელთა ჟამთასა წარგზავნა იასონ მენელა, ძმაჲ ზეჲთ-თქმულისა მიმართ სჳმონისა, არა-მყოფისა მეფისა ვეცხლი, და საქმეთათჳს საჭიროებათა მიგებისა მოღებად მქონებელისა.
4,24 ხოლო იგი წინაშე დადგა მეფისა და ადიდა პირი ჴელმწიფებისა მისისა, თავსა ზედა თჳსისა მიიღო მღდელთ-მთავრობაჲ, დადვა უმაღლეს იასონისა ტალანტი ვეცხლი სამასი.
4,25 ხოლო მიიღო მეფისაგან მცნება, მოვიდა, ხოლო არარაჲ ეტჳრთა ღირსი მღდელობისა, ხოლო გულის-წყრომანი სასტიკი მტანჯველისა და მჴეცთა უკეთურისა რისხვაჲ აქუნდა.
4,26 ხოლო იასონ უკუე, რომელმან ძმაჲ თჳსი საცთურით მოინადირა, თჳთ მონადირებული, სხჳსაგან ლტოლვილი, ამანიტელთა შინა სოფელსა შინა განდევნილ იქმნა.
4,27 და მენელაიმ უხუცესობა უკუე დაიპყრა, ხოლო ვეცხლთათჳს მეფისა აღთქმულთა არრაჲვეს გულ-მოდგინებდა,
4,28 ხოლო მოქმედი გამოძიებისა სოსტრატოს კიდურ ქალაქისა უპრახოზისა, რამეთუ ამის მიმართ ჯეროვანობდა ხარკთა საქმე; ამის მიზეზისათჳს ორნივე მეფისა მიერ მიიწოდნეს.
4,29 ხოლო მენელაოს უკუე დაუტევა მღდელთ-მთავრობაჲ და შემცვლელი ლუსიმახის, ძმისა თჳსისა, ხოლო სოსტრატოს - კრათითა, რომელი იყო კჳპრელთა ზედა.
4,30 და ოდეს ესე იქმნნეს, შეემთხჳა თრასანით და მალოთით შფოთი აღდგინებად ამისთჳს, რამეთუ ანტიხუდია, მეფისა ხარჭისა, ნიჭსაშინა მიცემულ იყვნეს.
4,31 მსწრაფ უკუე მოვიდა მეფე დამშჳდებად საქმისა, დაუტევა მოადგილედ ერთი მთავართაგან თჳსთა - ანდრონიკე.
4,32 ხოლო ჰგონებდა მენელაოს მიღებად თავისა თჳსისა ჟამსა კეთილშემთხუეულსა, ოქროსა, რომელნი მეჭურჭლენი ტაძრისაგან წარიპარა, შესძღუნა ანდრონიკოს და სხუანი მიყიდნა ტჳროს შინა და გარემოს ქალაქთა;
4,33 რომელი ცხადად სცნა იონა, ამხილებდა მას, შევიდა ადგილსა შინა უშიშსა მახლობელ დაფინისა ანტიოხისა მდებარისა.
4,34 მუნითგან მენელი აღიღო ერთსა ზედა ანდრონიკესა, ევედრა, რათა მოკლას ონია; ხოლო იგი მოვიდოდა ონიას მიმართ და განეზრახა ზაკუვით და მისცა მარჯუენა ფიცითა; უკუეთუ ქუე-მჭურეტელობასაცა შინა იყო, განიზრახა უფრთხილოსაგან ადგილისა განსლვად, და რომელიცა მეყსეულად დაჴშული, მოკლა და არა შეირცხჳნა სიმართლისა.
4,35 ამის მიზეზისათჳს არა გარნა ურიათა, არამედ მრავალთა სხუათაგანცა ნატესავნი განრისხდებოდეს, შეიჭირვებოდეს უბრალოსათჳს კაცისა მკლველობასა.
4,36 ხოლო მოქცევასა მეფისასა კილიკიისაგან ადგილთა წარმოდგეს მის მიმართ ანტიოქელნი იუდეანნი ერთბამად და ელენნი, მიუთხრობდეს უბრალოსა სიკუდილისათჳს ონიასა.
4,37 შეწუხდა უკუე სულითა ანტიოხოს ონიასათჳს და მოიქცა წყალობით და ცრემლნი დასთხია სიფრთხილისათჳს აღსრულებულისა და მრავალთა კეთილჩუეულებისა.
4,38 და აღტყინა სულითა მყის ანდრონიკესა, პირფირი განძარცუა და სამოსელი დაუპო, ყოველსა შინა ქალაქსა ბრძანა გარე-მოვლად, მას ზედავე ადგილსა, სადაცა ონია არაწმინდამ მოკლა, მუნ მკლველი წარსწყმიდა, უფალმან ღირსი სატანჯველი მიაგო.
4,39 ხოლო ოდეს მრავალნი სამღდელოსა მკრეხველნი ქალაქსა შინა შექმნილ იქმნნეს ლისიმახოსგან, მენელაოსა თანა განზრახვითა, ხოლო გამოვიდა ამბავი გარე, შეკრბა სიმრავლე ლისიმახოსა ზედა მრავალთა აწ ოქროთა ჭურჭელთა გამოღებით ყოფილთა.
4,40 ხოლო ერთა აღდგომილთა და რისხვითა აღსავსეთა აღჭურნა ლისიმახოს სამი ათასნი; იწყო უსჯულოთა ჴელითა უსამართლოებაჲ წინა-მყვანებელისა რომლისამე მტანჯველისა, გარდაბერებყლისა ასაკითა, ხოლო უფროს უგუნურებითა.
4,41 ხოლო გულისხმა-ჰყო მიმძლავრებაჲ ლისიმახოსი, სხუანი ქვითა და სხუანი ხეთა მსხჳლთა წარიტაცებდენ, ხოლო რომელნიმე ახლოს-მდებარეთა მტუერთა აღიღებდენ, მყოფთა ზედა გარემოს ლისიმახოს აყრიდეს.
4,42 ამის მიზეზისათჳს მრავალნი უკუე მათგანნი მოიწყლნნეს, ხოლო რომელნიმე დაეცემოდეს, ხოლო ყოველნი ლტოლვასა შინა მიაქციეს, ხოლო თჳთ სამღდელოსა მჴრეკელი წიგნ-საცავისა თანა მოკლეს.
4,43 ხოლო ამისთჳს სასჯელი მენელაოს ზედა დაადგინეს.
4,44 ხოლო ოდეს მოვიდა მეფე ტჳროსა შინა, მის მიმართ სამსჯავრო საქმესა მოიღებდეს მოციქულნი - სამნი კაცნი მოხუცებულთაგან.
4,45 და აწ შეუძლებდეს მენილაოს, აღუთქუა პტოლმეოს, ძესა დორიმენოსსა, მრავალი ვეცხლი მიცემად დადუმებასა ზედა მეფისასა.
4,46 წარმოდგა უკუე პტოლმეოს რომელსამე სტოვასა შინა, ვითარცა განსასუენებელსა მეფისასა, შესცვალა სასჯელი.
4,47 და ყოველი უკუე ბოროტნი და მიზეზება მენელეოსა განათავისუფლა შემასმენელთაგან და შეწუხებულთა, რომელნი უკუეთუმცა წინაშე სკიფელთა იტყოდეს, განტევებულ იყვნეს არა დასჯილნი, ამათ სიკუდილსა ზედა საჯა.
4,48 მოსწრაფედ უკუე უსამართლო ამაოება მიიღეს, რომელნი ქალაქისათჳს და ერთა და სამღდელოთათჳს ჭურჭელთა შეისმინნეს.
4,49 ამის მიზეზისათჳს ტჳრელნიცა განრისხდებოდენ და მარხვასა ზედა მათთა მოწყალებასა მისცემდეს.
4,50 ხოლო მენელაი ქრთამისათჳს მფლობელთა დაადგრებოდა ჴელმწიფებასა შინა და განამრავლებდა ბოროტთა და დიდნი მოქალაქეთა საცთურნი შეუქმნა.

თავი V. თავი მეხუთჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

B
5,1 ხოლო მას ჟამსა შინა ანტიოხოს მეორედ განმზადა წარსლვად ეგჳპტესა შინა.
5,2 ხოლო შეემთხჳა ყოველთა ქალაქთა ძნიად არა ორმეოცდა გამო დღეთა ხილვად ჰაერთა ზედა მრბენელთა ცხენოსანთა, ოქროვანთა სამოსელთა მქონებელთა და შუბებითა გუნდთაებრ შეჭურვილთა.
5,3 და შეკრება ცხენთა წესად განწყობილთა და სლვათა მყოფელნი და კუეთებასა ორთავეთაგან კერძოთა და ფართა ძრვანი და მბრძოლთა სიმრავლე და მახჳლთა ჴდილობანი და ისართა ტყორცებანი და ოქროვანთა სამოსელთა ელვარებანი და ყოველთავე ჯაჭუთა.
5,4 მითვე ყოველნი ევედრებოდეს, რათა გამოცხადება კეთილსა შინა იყოს.
5,5 ხოლო იყო ამბავი ცრუ, ვითარცა ანტიოხოს ცხორებისაგან განვიდა. აღიყვანა იასონ არა მცირე ათასნი კაცნი და მეყსეულად ქალაქსა ზედა ჰყო დაცემა, ხოლო მოქალაქენი ზღუდესა ზედა რბიოდეს და აღსასრულსა ზედა აწ ქალაქის აღების ყოფისა მენელაი კიდურ ქალაქსა შინა შეივლტო.
5,6 და იასონ ჰყოფდა დაკლვასა თჳსთა მოქალაქეთა ურიდებლად, არა განმზრახველი, რამეთუ ჟამკეთილობათა, რომელ ნათესავთა ზედა ბოროტისა შემამთხუეველ არს, დიდად მგონებელი მტერთა ზედა და არა ერთსა წარმართსა ზედა მძლეველობისა მოღებად.
5,7 უხუცესობა უკუე ვერ დაიპყრა, ხოლო აღსასრული საცთურის სირცხჳლისა მიიღო და ლტოლვილი კუალად ამანიდიტსა შინა განვიდა.
5,8 და დასასრული უკუე ბოროტისა ცხოვრებისა შეემთხჳა, დაიჴშა არეთას თანა არაბელისა მტანჯველისა, მლტოლვარე ქალაქითგან ქალაქსა შინა, დევნილი ყოველთაგან და მოძულებული, ვითარცა შჯულისა გარდამავალი და მოძაგებული, ვითარცა მამეულისა და მოქალაქეთა მტერი, და ეგჳპტესა შინა განდევნილ იქმნა.
5,9 და რომელმან მრავალნი მამულისაგან განდევნა, უცხოთა შორის წარწყმდა და ლაკედემონთა მიმართ განვიდა, ვითარცა მონათესაობისათჳს შესალტოლველისა მნებელნი ქონებად.
5,10 და რომელმან მრავალნი დაუმარხავნი გარდააგდო, თჳთცა არა დატირებულ იქმნა, დამარხვისა არცავითარსა ღირსი არცა მამეულსა საფლავსა ეზიარა.
5,11 ხოლო მიმთხრობელთა მეფისა ქმნილთათჳს შეიორგულა მეფემან, რათა არა განდგეს იუდეა, და ამისთჳს მოვიდა ეგჳპტიდამ განრისხებული სულითა, აღიღო ქალაქი საჭურველითა.
5,12 ხოლო უბრძანა მჴედართა მოსრვა ურიდად შემთხუეულთა და სახლსა შინა შემავალთა დაკლვად.
5,13 ხოლო იქმნეს მოწყუედა ჭაბუკთა და მოხუცებულთა, მამათა და დედათა და შვილთა მოსპოლვა, ხოლო ქალწულთა და ყრმათა დაკლვანი.
5,14 ხოლო ოთხმეოცი ათასი ყოველთა სამთა დღეთა შინა მოწყუედილთა: და უკუე ორმეოცი ათასი შეკრულნი, ხოლო არა უმცირე[ს] მოკლულთა განსყიდულ იქმნას.
5,15 ხოლო არა საკმაო იყვნეს თჳთცა, მკადნიერებელნი ტაძარსა შინა შესლვად ყოვლისა ქუეყანისა უუწმიდესისასა, მქონებლის მენელას წინამძღურისა, ყოფილისა შჯულთა მამეულთა განმცემელსა.
5,16 და შეგინებულითა ჴელითა აღიღო სამღდელო ჭურჭელნი და რომელი სხუათაგან მეფეთა იყო დადებულ განსამრავლებელსა ზედა ადგილისა და დიდებად და პატივად, შებღალულითა ჴელითა მისცემდა.
5,17 და აღიმაღლა გონებითა ანტიოხოს, არა განიზრახვიდა, რამეთუ ცოდვათათჳს მკჳდრთა ქალაქსა შინა მცირედ განრისხნა მეუფე, ამისთჳს იქმნა ადგილისათჳს უგულებელს-ყოფა.
5,18 ხოლო უკუეთუმცა არა შეემთხუეოდა მათ მრავალთა ცოდვანი ყოფად შეპყრობილთა, ვითარცა ილიოდორა, წარმოგზავნილი სელევკისაგან მეფისა ხილვისათჳს საუნჯის-საცავისა, ესე შევიდა მეყსეულად, იგუემა, შეცვალებულ იქმნა კადნიერებისგან.
5,19 არამედ არა ადგილისათჳს ნათესავი, არამედ ნათესავისათჳს გამოირჩია ადგილი უფალმან.
5,20 იმითვე უკუე ესეცა ადგილი თანა-ზიარ იქმნა ერთა ბოროტთა შემთხუელთა, ხოლო შემდგომად ქუელის-მოქმედებითა უფლისაგან გუეზიარა და დაიტევა რისხვათა შინა ყოვლისა მპყრობელისათა, კუალად მომშჳდებასა შინა დიდისა მეუფისათა თანა ყოვლითა დიდებითა წარემართა.
5,21 უკუე ანტიოხოს ტაძრიდამ აღიღო ათას რვაასი ტალანტი და მსწრაფლ ანტიოქიასა მიიქცა შინა, ეჭობდა ამპარტავანებისაგან განცურვასა უკუე ქუეყანით და ზღჳსა მკჳრცხლმვლელ-ყოფად აღმაღლებისაგან გულისა.
5,22 ხოლო დაუტევა ზედა-მდომელნიცა განბოროტებისა მიმართ ერთა იერუსალჱმს შინა უკუე ფილიპე, ნათესავით ფრიგჳელი, ჩუეულების უუფიცხესის მქონებელისა არცა დადგრომილისა,
5,23 ხოლო ღარიზინსა შინა ანდრონიკოს და მის მიმართ მენელას, რომელი უძჳრეს განაბოროტებდეს მოქალაქეთა, ხოლო მოძულე მოქალაქეთა მიმართ ებრაელთა, მქონებელი გულისა სიძულილისა.
5,24 წარგზავნა უხუცესი აპოლონიოს მჴედრებითა ოცდაორი ათასითა, უბრძანა მას ყოველთა ასაკოვანთა შინა მყოფთა მოსრვად, ხოლო დედათა და ჭაბუკთა გაყიდვად.
5,25 ხოლო ესე მოვიდა იერუსალჱმს შინა და ვიტარცა მშჳდობით თავი შესცვალა; დაიპყრა ვიდრე დღისამდე წმიდისა შაბათისა შეემთსჳა მედღესასწაულეთა იუდეანთა, შეჭურვად თჳსთა უბრძანა.
5,26 გამოსულთა ყოველთა სახილველსა ზედა მოსწყჳდნა, და ქალაქსა შინა თანა-ჭურვილნი მრბენელნი ერთა მრავალი სიმრავლე წარწყმიდნეს.
5,27 ხოლო იუდა მაკაბელი, რომელი იყო მეათე, და განვიდა ადგილსა შინა უდაბნოსა და მჴეცთა მსგავსად მთათა შინა ცხოვრებდა მყოფითურთ მის თანა და ბალახისა საზრდელის-მჭამელნი ეგნნეს, რომელიცა არა ზიარებად შეგინებულისა მიმართ.

თავი VI. თავი მეექუსჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

B
6,1 ხოლო [შემდგომად] არა-მრავლისა ჟამსა წარგზავნა მეფემან მოხუცებულნი ვინამე ათინელნი, იძულებდა ებრაელთა, რათამცა გარდაჴდნენ მამულთა მოცემულს და საღმრთოთა შჯულთაებრ არა სცხოვრებდენ.
6,2 ხოლო შეგინებად იერუსალჱმსა შინა ტაძრისა და წოდებად დიას ოლიმპიიურისა, რომელიცა ღარიზინსა შინა, ვითარცა მსავანებელნ[ი] იყვნეს ადგილსა იმათ ზედა დიას უცხოთ-შესაწყნარებელი,
6,3 ხოლო უკეთურად და ყოვლისა თემისა იყო და მძიმე დაცემა ბოროტი.
6,4 რამეთუ ტაძარი მსიძაობისა და თხათა ჴმიანობისა იყო, სავსე წარმართთაგან და მყოფთა მეძავთა თანა მღდელთა შინა სტოვართა დედათა მიმართ მიმახლოებელთა და არა-შემგვანებელისა შინაგან შემღებელთა.
6,5 საკურთხეველი ეგრეთვე საცსე იყო განყენებულითა შჯულთაგან.
6,6 ხოლო იყო შეუძლებელი შაბათთა და იმარხვიდა არცა დღესასწაულთა მამულთასა დაპყრობად, არცა ყოვლითა, ვისა თავსა თჳსსა შორის ჰურიად სახელ-დებად.
6,7 ხოლო იპყრობდეს მწარითა იძულებითა ყოველსა ზედა თუესა დღესა შინა შობისა მეფისასა მსხუერპლისა მიმართ, ხოლო ყოფასა დიონოსიოს დღესასწაულისასა აიძულებდეს ებრაელთა კისუს მქონებელნი ქებად დიონისა.
6,8 ხოლო ბრძანება გამოჰჴდა მახლობელთა შინა ქალაქისათა ელენთასა პტოლმეოსით დადებულთა, რათამცა ეგრეთითვე წესია აიძულებდენ იუდეანთა დღესასწაულობად და მსხუერპლთა შეწირვად.
6,9 ხოლო არა-მნებებელთა მოსლვად განჩინებულსა ზედა ელენთასა, რათა იგუემნენ; რამეთუ იყო უკუე ხილვად მდგომარისა უბადრუკებად.
6,10 რამეთუ ორნი დედანი შესმენილ იქნეს წინადაცუეთასა ძეთა თჳსთა; ამაო ძუძუთა მიმართ ჩჩჳლნი ეკიდნეს, და წინაშე ერთა მოჰყვანდათ იგინი ქალაქთა შორის, ზღუდეთა თანა გარდაყარნეს.
6,11 და სხუანი მახლობელთა შინა მირბიოდეს ქუაბთა საიდუმლოდ დღესა შაბათსა დღესასწაულობად, ოდეს მიუთხრეს ფილიპეს. დამწუარ იქმნეს, რამეთუ კეთილმარხველობისათჳს და პატივად დღესასწაულისა დღისა შეწევნად თავისად.
6,12 გევედრები უკუე მკითხველთა წიგნისა ამის არა შეშინებად განსაცდელისა, ხოლო გონებად ტანჯვასა ამას არა წარწყმედისა მიმართ, არამედ წართჳსა მიმართ ნათესავისა ჩუენისა ყოფად.
6,13 რამეთუ მრავალ ჟამსა ზედა არა-მიტევებად ბოროტ-პატიოსნებულთა, არამედ მსწრაფლ დაცემად მათდა ტანჯვისა დიდისა ქუელის-მოქმედებისა არს სასწაული.
6,14 რამეთუ არა ვითარცა სხუათა ზედა წარმართთა უცდის სულგრძელი მეუფე, ვიდრემდის მიწდომილთა აღსრულებისა მიმართ ცოდვათა სტანჯავს.
6,15 ეგრეთ ჩუენ ზედაცა სასჯელი ყოფად, რათა არა სრულიად მივსწუდეთ ცოდვათა ჩუენთა უკანასკნელ შურის-გებად ჩუენდა.
6,16 ამისთჳს არა ოდესცა ჩუენგან წყალობასა თჳსსა განაშორებს, ხოლო წურთილნი საბრალოებითა არა დაუტევებს ერთა თჳსსა.
6,17 არამედ ესე მოუწყებისა მიმართ ჩუენდა თქმულ არიან; მცირეთა ხოლო შეჰგავს შესლვად მოთხრობისა შინა,
6,18 ელიაზარ ვინმე უპირველესებულთაგან მწიგნობართა, კაცი აწ მოხუცებული წლითა, და ხილვითა პირისათა კეთილშუნიერი რომელ იყო, ახმულითა ბაგითა იძულებით ყვნეს ღორისა ჴორცისა.
6,19 ხოლო მან თანა სიტყჳთა სიკუდილი უფროს, ვიდრეცა მძულებელმან ცხოვრებისა, წინაშე გამოირჩია და ნებსით მოვიდა სატანჯველთა ზედა.
6,20 და შენერწყუა მას ზედა, რომლისა სახითა შეჰგვანდა შესლვად მნებელთა მოთმენად სატანჯველისა, რომელი არა შუენიერ იყო ჭამად, სიყუარულისათჳს ცხოვრებისა.
6,21 ხოლო უსჯულოსა განწესებისა მსხუერპლისა პირველისათჳს კაცთა შემცნებისა აღიღეს იგი ერთსა ზედა, ევედრებოდეს მოღებად ჴორცისა, რომელი ჭამად მისა შუნიერ იყვნეს, მისთჳს განმზადებული, ხოლო შეცვალებად, ვიტარცა მჭამელისა, ბრძანებული მეფისაგან, ჴორცისა მსხუერპლი.
6,22 რათა ესე ყოს და განერეს სიკუდილისაგან და პირველისათჳს მის მიმართ მეგობრობასა მიემთხჳოს კაცთ-მოყუარებასა.
6,23 ხოლო მან ჰგონა კეთილის-მოღებითა და ღირსი ასაკისა და სიბერისა ყოვლად-გარდამატებულისა. და მომგებელისა შუენიერების მჴცოვანებისა და სიყრმითაგან ყოვლად-კეთილისა გამოზრდისა, ხოლო უფროს წმიდასა და ღმრთის-აგებულისა შჯულისა შედგომილმან მიუგო მსწრაფლ სიტყუანი: სათნო-მიჩნს წარგზავნისა ყოფად ჯოჯოხეთსა შინა;
6,24 რამეთუ არა ჰასაკისა ჩუენისა ღირს არს ორგულებაჲ, რათა მრავალნი ჭაბუკთაგანი გონებდეს ელიაზარს, ოთხმეოცდაათისა წლისა, წასლვად მცხორებელისა მიმართ წარმართთასა;
6,25 და იგინი ჩემისათჳს ორგულებისა და მცირედ ჟამისა ცხოვრებისა ჩემისათჳს შესცთენ და სიძულვილი და ბრძჳლი ჩემისა სიბერისა ვყო,
6,26 რამეთუ უკუეთუ აწინდელისა კაცთასა სატანჯველისა დავიჴსნე, არამედყოვლის-შემძლებელისა ჴელისა არცა ცხოველი და არცა მომკუდარი ვივლტოდე.
6,27 მითვე სიმჴნით აწ განვეყო ცხოვრებასა, სიბერისა უკუე ღირსად გამოვსჩნდე;
6,28 ხოლო ჭაბუკთა სახე სიმჴნისა დაუტეო, რომელ გულის-მოდგინედ და მჴნეობისად პატიოსნისა წილ და წმიდისა შჯულისა სიკუდილი. და ესე თქუა, თანა-მოსწრაფებით სატანჯველთა ზედა მოვიდა.
6,29 ხოლო მეცნიერნი მისნი, ყოფილისა მცირედ პირველისა კეთილის-შეწყნარებად, მის მიმართ მრისხანებასა შინა შეიცვალებოდეს წინა-თქმულთა სიტყუათათჳს, რომელსა ესენი ჰგონებდეს უგუნურებისა ყოფად.
6,30 ხოლო უნებდათ წყლულებითა აღსრულებად, სულ-მთქმელმან ჰრქუა: უფალი, რომელსა გაქუს წმიდაჲ მეცნიერებაჲ, ცხად არს, რამეთუ სიკუდილისაგან ძალ-მედვა ჴსნად, ფიცხელსა მოვითმენ ჴორცსა ზედა სალმობასა მოწყლვითა, ხოლო სულსა ზედა ტკბილსა შიშისათჳს მისისა ამას ვნებულებ.
6,31 ხოლო ამან უკუე ამით სახითა ცხოვრებაჲ აღასრულა; არა გარნა ჭაბუკთა, არამედ ყოვლად მრავალთა ნათესავთა თჳსთა სიკუდილისა სახესა შინა განამჴნო და ჴსენებასა შინა კეთილმოქმედება დაუტევა.

თავი VII. თავი მეშჳდჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42

B
7,1 ხოლო შეჰჴუდათ შჳდთა ძმათა, ერთბამად დედითურთ შეპყრობილთა, იძულებით ყოფად მეფისაგან ჭამად წინა-აღმდომ კანონისა ჴორცი ღორისა, მათრაჴებითა და ძარღუებითა ჴართათა ტანჯულებით.
7,2 ხოლო ერთი მათგანი რომელი იყო პირველი, ესრეთ თქუა: რაჲ გნებავსთ კითხვად და სწავლად ჩემგან, რამეთუ განმზადებულ ვართ სიკუდილად, ვიდრეღა გარდაჴდომად მამეულისა შჯულისა.
7,3 ხოლო განრისხნა მეფე, უბრძანა ტაფისა და სიავისა განჴურვება;
7,4 რომელთა მსწრაფლ განჴურვების-ყოფით, მყის უბრძანა პირველისა მათგანთა, რომელმან თქუა, მოკუეთად, ენისა და განჴდა ტყავისა თავისა და ჴელისა და ფერჴისა მისისა მოკუეთა, ხოლო სხუათა ძმათა მისთა და დედისა განხილვად.
7,5 და ოდეს აწ უშუერებით შექმნულ იქმნა ყოვლითა ასოთა, უბრძანა ცეცხლისა მიცემად კუალად მსულთ-მქმელი, მკჳრცხლი ტაფასა ზედა, ხოლო კუამლი, რომელი განმრავლდებოდა ტაფისაგან, სხუანი ერთბამად დედითურთ ურთიერთსა აუწყებდეს სიკუდილსა მჴნედ. იტყოდეს ესრეთ:
7,6 უფალი ღმერთი ხედავს და ჭეშმარიტებისათჳს ჩუენისა ნუგეშის-გუცემს ჩუენ, ვითარცა წინაშე პირთა წამებს გალობითა ცხადად მოსე, მეტყუელნი: და მონათათჳს თჳსა ნუგეშის-იცემების.
7,7 ხოლო სიკუდილისა პირველისა ამით სახითა მეორეს გამოიყვანდეს საკიცხველსა ზედა და ტყავსა თავისა თანა მისისა თმითურთ წარჰჴდიდეს, ჰკითხვიდეს: იქმნებით თუ ჭამად პირველ, ვიდრე ტანჯვისა ყოფისა ყოვლისა ჴორცისა ასოებად?
7,8 ხოლო მიუგო მან მამეულისა ჴმითა, ჰრქუა: არა. მითვე და ამათ რიგისაებრ მოიღონ ტანჯვა, ვითარცა და პირველმან.
7,9 ხოლო უკანასკნელსა შინა აღმოფშჳნვასა მყოფმან ჰრქუა: შენ უკუე, უუბადრუკესო, აწინდელისაგან ცხოვრებისა ჩუენისა წარგუწყმედ, ხოლო მეფემან სოფლისაგან მოგუწყჳტნა ჩუენ თჳსთათჳს შჯულთა, აღგუადგენს ჩუენ აღდგომასა შინა ცხოვრებასა საუკუნესა.
7,10 ხოლო შემდგომად ამათსა მესამე განბასრულ იყო ენაცა მთხოველისა მეყსეულად მოეცა და ჴელნი კადნიერად განირთხა
7,11 და სიმჴნით ჰრქუა: ზეცითგან ესენი მოვიგენ და ამისთჳს შჯულითა უგულებელს-ვყოფ ამას და მისგან ამათ კუალად ვასასოებ მოღებად.
7,12 რამეთუ თჳთცა მეფე და რომელნი იყვნენ მის თანა, განკჳრდეს ჭაბუკისა დიდსულობასა, რამეთუ არცა ერთი სატანჯველი დაედებოდათ.
7,13 და ამათთა აღსრულებასა ეგრეთვე მეოთხესაცა სტანჯვიდეს მტარვალნი.
7,14 და ოდეს აწ იქმნა დედითურთ, ესრეთ ჰრქუა: უმჯობეს მოვკუდებით კაცთაგან და სასოებასა მოლოდებად ღმრთისაგან, კუალად მქონებელთა აღდგინებისა ყოფად მისგან, რამეთუ შენდა აღდგომა ცხოვრებასა შინა არა იყოს.
7,15 ხოლო შემდგომად ამათთა მოიყვანეს მეხუთეცა, სტანჯვიდეს.
7,16 და მან აღიხილნა მას ზედა და ჰრქუა: ჴელმწიფება კაცთა შორის გაქუნ, განხრწნილ რომელ არს; რომელი გნებავს, ყავ, ნუ ჰგონებ ნათესავისა ჩუენისა ღმრთისაგან დატევებასა.
7,17 ხოლო შენ მოითმინე და იხილე დიდი ძლიერება მისი, ვითარ შენ და თესლი შენი ტანჯოს.
7,18 შემდგომად ამათსა მოიყვანეს მეექუსეცა და იგიცა სიკუდილად იწყეს, ესრეთ ჰრქუა: ნუ სცთები ამაოდ, რამეთუ ჩუენ თავისა ჩუენისათჳს ამას ვივნებთ შეცოდებულნი ღმრთისა მიმართ ჩუენისა; ამისთჳს ღირსი საკჳრველებისა იქმნების.
7,19 ხოლო შენ ნუ ჰგონებ უბრალო-ყოფად, ღმრთის-ბრძოლობა გიწყეს.
7,20 ხოლო უზომელად დედაცა საკჳრველი და კეთილისა ჴსენებისა ღირსი, რომელი წარწყმედილთა შჳდთა ძეთა ერთსა დღესა შინა და ჟამსა ხედვითა, მჴნედ მოითმენდა სასოებისათჳს უფლისა.
7,21 ხოლო თჳთეულს მათ აუწყებდა მამეულითა ჴმითა, კეთილისა სავსენი სიბრძნითა და დედობრივ გულის-სიტყუანი მამაკაცობრივითა სულითა აღმამაღლებელმან თქუა მათდა მიმართ:
7,22 არა უწყით, ვითარ მუცელსა შინა ჩემსა გამოსჩნდით, რამეთუ არცა სული და ცხორება მოგეც მე თქუენ და თჳთეულნი ასონი არა მე შევანაწევრე,
7,23 არამედ სოფლისა შემოქმედმან, რომელმან შექმნა ნათესავი კაცთა, და ყოველთა გამომეძიებელმან შობილთამან და სული და ცხორებაცა თქუენი კუალად მოგაგოს წყალობითა, ვითარცა აწ თჳთ თავისა და წინაშე ხედავთ შჯულისათჳს მისისა.
7,24 ხოლო ანტიოხოს, უგუნებელი შეურაცხებულ-ყოფად, და საყუედრელი ჴმაჲ აყუედრა, კუალად ჭაბუკი, ცოცხალ რომელი იყო, არა გარნა სიტყჳსა მყოფელი უწყებისა, არამედ ფიცითაცა განძლიერებული, სიმდიდრედ და სანატრელ-ყოფად, მომყვანებელისა მამეულთაგან შჯულთა და მეგობარ-ყოფად და საქმისა რწმუნებად მისა.
7,25 ხოლო ამით ჭაბუკს, არავითარსავე მკრძალველს, მოუწოდა მეფემან დედასა, აუწყებდა, რათა იყოს ჭაბუკი განმზრახი ცხოვრებასა ზედა.
7,26 მრავალ-გზის მაუწყებელმან აღუთქუა განზრახვად ძისა თჳსისა, მოაქციოსა მის მიმართ.
7,27 ეკიცხოდა ფიცხელს მტარვალს და ესრეთ ჰრქუა მამეულისა ჴმითა: ძეო, შემიწყნარე მე, მტჳრთველი შენი მუცელსა შინა ცხრა თუე და სძითა გამომზრდელი შენი წელსა სამსა; და გამოგზარდე შენ და მოგიყვანე ასაკსა შინა ამას და ჭორნი გამოვიცადე თჳრთისა.
7,28 გევედრები შენ, შვილო, რათა აღიხილო ცად და ქუეყანად. და ყოველთა, რომელნი მათ შინა სახილველ არიან, გულისხმა-ყავ, რამეთუ ქმნა ესენი ღმერთმან და კაცთა ნათესავიცა ეგრეთ ქმნა.
7,29 ნუ გეშინის ჴორცთა დაჴსნელთა ამათგან, არამედ ღირს იქმენ ძმათა შენთა თანა მითუალვად სიკუდილსა, რათა წყალობითა ძმათა თანა შენთა მიგიყვანონ შენ.
7,30 ხოლო კუალად ესე მისა მეტყუელსა ჭაბუკმან ჰრქუა: ვისა ელით? არა უსმინო ბრძანებასა მეფისასა, არამედ ბრძანებასა შჯულისასა უსმენ, მოცემულსა მამათა ჩუენთასა მოსეს მიერ.
7,31 ხოლო შენ ყოვლისა ბოროტისა მომპოვნებელ იქმენ ებრაელთა ზედა, ვერა განევლტო ჴელსა ღმრთისასა.
7,32 რამეთუ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს ესე გუევნების.
7,33 ხოლო უკუეთუ შეშინებისათჳს და შჯულისა ცხოველი უფალი ჩუენიმცირედ განრისხნების, არამედ კუალად დამშჳდნების მონათა თჳსთათჳს.
7,34 ხოლო, შენ, ? უსჯულოო და ყოველთა კაცთა უუბილწესო, ნუ ამაღლდები ამაოდ მოქადული ცუდითა სასოებითა ზეცად. მონა მისი აღვიპყრობ ჴელსა,
7,35 რამეთუ კუალად ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მხედველისა ღმრთისა სასჯელსა ვერ განევლტვი.
7,36 რამეთუ ძმათა ჩუენთა მცირედ აწ სალმობანი დაითმინეს, აღთქმისაებრ ღმრთისა საუკუნოსა ცხოვრებასა მიემთხჳვნეს, ხოლო შენ სასჯელითა ღმრთისა მართლისათა ამპარტავანებისა შენისა სატანჯველსა მიიღებ მოსაგებელსა შინა.
7,37 ხოლო მე, ვითარცა ძმანიცა ჩემნი სულსა და ჴორცსა მივსცემ მამულთა სჯულისათჳს, მომწოდებელი ღმრთისა ისრაჱლისა მოსწრაფედ წყალობის-ყოფად, ხოლო შენ ტანჯვით და გუემითა აღგიარებ, რამეთუ მხოლო გარნა ღმერთი არს.
7,38 ჩემ ზედა და ძმათა ჩემთა ზედა დასცხრეს ყოვლისა მპყრობელისა რისხვა, მოღებული მართლისა ნათესავისა ჩუენისა!
7,39 მაშინ მეფე განრისხნა გულის-წყრომითა მას ზედა უფროს სხუათა უკეთურად, მწარისა მომთმენელი განკიცხვისა.
7,40 და ესე უკუე წმიდაჲ ცხორებისაგან შეიცვალა ყოველსა შინა სასოებასა უფლისასა.
7,41 ხოლო უკანასკნელ ძეთა დედაცა არესრულა.
7,42 ესე უკუე მსხუერპლტათჳს და გარდამატებულთა სატანჯველთა ესოდენ მიეთხრა.

თავი VIII. თავი მერვჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

B
8,1 ხოლო იუდა მაკაბელი და რომელ მისთანანი, მსლველნი საიდუმლოდ აგარაკსა შინა, მოუწოდეს ნაღესავთა, რომელნი ეგნეს ჰურიებასა შინა მიღებულთა, შეკრიბნეს ექუსი ათასნი კაცნი.
8,2 და ხადოდეს უფალსა მოხედვად ერთა ზედა ყოველტაგან დათრგუნვილთა და შეწყალებად ტაძრისაცა უსჯულოთაგან კაცთა შეგინებულისა;
8,3 ხოლო შეწყალებად დარღუეულისაცა ქალაქისა და რომელთა უნებდათ სწორ მიწისა თანა ყოფად და ჴმაჲ სისხლთა მღაღადებელთა მის მიმართ შესმენად.
8,4 ხოლო მოჴსენებად უცოდველთათა ჩჩჳლთა უსჯულოებისა წარწყმედანი და ქმნილთა გმობათა სახელსა ზედა მისსა, მოძულებად სიბოროტისა.
8,5 ხოლო შეკრება სიმრავლე მაკაბელისა მოუთმენელი აწ ნათესავთა იქმნა რისხვითა უფლისა, მოწყალებასა შინა მომაქცეველისა.
8,6 და დამცემელნი დაბათა ზედა ქალაქთა უვიცად დასწუევდეს; და კეთილჟამეულს ადგილს არა-მცირედ მტერთა სძლევდენ მომსრველნი.
8,7 ხოლო უფროსად ღამესა ესრეთსა ზედა დაცემასა შეწევნასა შინა მიიღებდენ და დადებაჲ ვითარმე სიმჴნისა მისისა განვიდოდა ყოველგნით.
8,8 ხოლო ხედვიდა ფილიპე შემდგომად მცირისა წინარე-მოსწრებასა შინა მომავალსა კაცსა, ხოლო კეთილმოქმედებათა შინა წარმდგომელსა, პატელმეოს მიმართ, მჴედართ-მთავრისა კილი-სურისას და ფინიკისას, მისწერა, რათამცა შეეწიოს სამეფოთა საქმეთასა.
8,9 ხოლო მან მსწრაფლ გამოარჩივა ნიკანორა, ძე პატროკილოვისა, უპირველესთაგან მეგობართა, წარგზავნა; მისცა მას ყოველთაგან წარმართთა საჭურველთა შინა მჴედარნი არა-მცირენი ორთა ბევრთა, რათა ყოველნი ებრაელთა ნათესავნი მოსპოლოს, ხოლო მისცა მას ღორგიცა, კაცი მჴედარი, ბრძოლათა საქმესა შინა გამოცდისა მქონებელი.
8,10 ხოლო განუჩინა ნიკონორა ხარკი მეფისა, რომელსა რიმელთ მისცემდენ, ორი ათასთა ტალანტთა ტყუეთაგან ებრაელურისა აღსრულებად.
8,11 ხოლო მეყსეულად ზღჳსა, პირთა ქალაქთა წარგზავნა და მოუწოდა სყიდვად ებრაელთა ტყუეთა, აღუთქუა ოთხმეოცდაათნი კრულნი ტალანტისა წილ მიცემად, არა-მლოდინე შურის-გებისა მნებელისა შემდგომილად მისა ყოვლის-მპყრობელისაგან.
8,12 ხოლო იუდა მოჴსენებულ იყო მოსლვისათჳს ნიკონორასა, და ოდეს-იგი მიუთხრეს მყოფთა მისთანათა მოსლვისათჳს მჴედართა,
8,13 განცჳფრდებოდეს და არა ჰრწმენეს ღმრთისა შურის-გებასა, განევლტოდეს და ადგილსა შინა თჳსსა განდგებოდეს.
8,14 ხოლო სხუათა დაუტევეს ყოველი, რომელსა ჰყიდდეს, ხოლო ერთბამად ევედრებოდეს უფალსა, რათა იჴსნას არაწმიდისაგან ნიკონოროსა პირველ შემთხუევისა განსყიდვათა.
8,15 და უკუეთუ არა მათთჳს იგი, აღთქმისათჳს, რომელი იქმნა მამათა მათთა მიმართ და წოდებულისათჳს პატიოსნისა და დიდად-შუენიერისა სახელისა მისისა მათ ზედა.
8,16 ხოლო შეკრიბა მაკაბელმან, რომელი იყო გარემოს მისსა, რიცხჳთ ექუსი ათასი, ევედრა, რათა არა განცჳფრდენ წინა-აღდგომთაგან, არცა რათა შეუშინდენ ესამართლოდ მომავალთა ჩუენ ზედა წარმართთა სიმრავლესა, არამედ სიმრავლეთა რათა მოიღუაწვიდენ.
8,17 წინასე თუალთა მქონებელთა უსჯულოთ[ა] ადგილსა ზედა წმიდასა შექმნულისა მათგან ყუედრებისა, და საკიცხველი ქალაქისა უპატიოება, ხოლო კუალად პირველმშობელთაცა მცხორებლობისა განჴსნილება.
8,18 რამეთუ იგინი საჭურველსა ზედა ესვენ ერთბამადცა კადნიერებასა ზედა, თქუა, ხოლო ჩუენ ყოვლის-მპყრობელისა ღმრთისა შემძლებელსა და მომავალთა ჩუენ ზედა და ყოვლისა სოფლისა ერთითა წამის-ყოფითა დათრგუნვად ვესავთ.
8,19 ხოლო მოიჴსენა მათი ყოფილიცა პირველმშობელთათ შუამდომელობა, და რამეთუ ქუეშე სენექერემისთა ას ოთხმეოცდახუთი ათასი წარწყმდეს.
8,20 და ბაბილოვანსა შინა მათ ზედა გალატელთა წყობათა ქმნილნი, ვითარ ყოველნი, ოდეს ბრძოლასა ზედა მოვიდნენ, რვა ათასნი ოთხი ათასითურთ მაკიდონელთა უმსასოებელთა მხოლოდ რვა ათასითა მოსპეს ას ოცი ათასთა, შეწევნითა, მოცემულისა მათდა ზეგარდამოსა, და სარგებელი მრავალი აღიღეს.
8,21 ამათ მოჴსენებულთა კადნიერად იგინი დაადგინნა და განმზადნა სიკუდილად შჯულისათჳს და მამულისა, ოთხ ნაწილად დაადგინა მჴედრობა,
8,22 განაწესა ძმანიცა თჳსნი მჴედართ-მთავრად ორსავესა დაბანაკებულსა - სჳმონ და იოსიფოს და იონათან; მისცა თჳთეულსა ათას ხუთასი.
8,23 ხოლო კუალად ელიაზარს უბრძანა, იკითხვიდა წმიდასა წიგნსა, და მისცა ნიში შეწევნისა ღმრთისაჲ და პირველისა ბანაკისა თჳთ წინა-მძღოლარე ეკუეთა ნიკანორისათა.
8,24 ხოლო ყოფილისა მათდა ყოველსა მპყრობელის თანა-მბრძოლობისა მოსწყჳტნეს წინა-აღმდგომთა უფროს ცხრა ათასი, ხოლო მოწყლულობით და უასოობით უფროსი წილი ჰყვეს ლაშქარნი ნიკანორასნი, ხოლო ყოველთა ლტოლვასა შინა აიძულებდეს.
8,25 ხოლო ვეცხლნი გამოსრულთაგან მყიდველთა მათ აღიღეს; ხოლო სდევნიდა მათ ფიცხელად, მოიქცნეს ჟამითგან დაჴშულნი,
8,26 რამეთუ იყო პირველ დღე წინა შაბათისა; ამის მიზეზისათჳს არღარა განაგრძვეს დევნულება მათი.
8,27 ხოლო საჭერველთა მათთა და ნატყუენავთა შეჰკრებდეს მტერთაგან წარმღებელნი, შაბათს დღესასწაულობდეს, მრავლისაებრ აკურთხევდეს და აღუარებდეს უფალსა, მჴსნელსა მათსა მას დღესა შინა, რომელმან აწჳმა დასაბამი წყალობისა მათდა.
8,28 ხოლო შემდგომად შაბათისა უძლურთა და ქურივთა და ობოლთა და შეწუხებულთა განუყვეს ნატყუენავისგან, სხუათა თჳთ ყრმანი განიყოფდეს.
8,29 და ესე ყვეს, და საერთო ვედრება-ყვეს, მოწყალესა უფალსა ევედრებოდეს სრულიად დამშჳდებად მონათა თჳსთა.
8,30 და მყოფთა ტიმოთეს თანა და ვაკხივდოს თანა წინა-აღმდგომთა მრავალი ორისა ბევრისა მოსწყჳტეს და სიმტკიცენი ფრიად მაღალნი დაიპყრნეს და მრავალნი ნატყუენავნი განიყვნეს სწორითა საწყაულითა თავისა თჳსისა და უძლურთა, და ობოლთა და ქურივთა, ხოლო კუალად მოხუცებულთაცა უყოფდენ.
8,31 ხოლო შეკრიბნეს საჭურველნი მათნი გულს-მოდგინედ, ყოველნი დასდებდეს ადგილთა შინა კეთილჟამთასა, და სხუანი ნატყუენავნი შეწირნეს იერუსალჱმსა შინა.
8,32 და ფ[ი]ლარხ[ი] ტიმოთევი მოკლეს, კაცი უუსჯულოესი და დიდად ებრაელთა განმაბოროტებელი.
8,33 ხოლო მძეველნი მედღესასწაულენი მამეულთა შინა დამწუართა სამღდელოსა ბჭისა კალიეფენს და რომელთამე სხუათა დასწუევდეს მლტოლვარეთა ერთსა შინა სახლსა, რომელთა ღირსი სასყიდელი არაწმიდებისა მიიღეს.
8,34 ხოლო სამ-გზის წყეულმან ნიკანორამ, რომელმან ათასი ვაჭარნი მოსყიდვასა ზედა ებრაელთასა მოიყვანნა,
8,35 დამდაბლდა შეწევნითა ღმრთისაჲთა შურის-გებისაებრ მისისა მცირეთა ყოფად დიდებისა, განმგდები სამოსლისა საშუალ ქუეყანისა, ლტოლვის-სახითა ოჴერ თავი თჳსი ჰყო; მოვიდა ანტიოქიასა შინა, ყოვლად-დიდი ბოროტშემთხუევა წარწყმედისათჳს თჳსისა მჴედართა დაიმკჳდრა
8,36 და რომელიცა აღუთქუა რომაელთა ხარკის მიცემად ტყუეტაგან იერუსალჱმისა, ქადაგებდა, რამეთუ შეწევნანი ღმრთისანი აქუსთ ებრაელთა, და ამისთჳს არა წყლულებით არიან ებრაელნი, ვინადგან შეუდგებიან შჯულთა მისგან განწესებულთა.

თავი IX. თავი მეცხრჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

B
9,1 ხოლო მას ჟამსა ანტიოხოს უპატიოებითურთ მოქცეული სპარსთაგან;
9,2 რამეთუ შევიდა ქალაქსა შინა, რომელსა რქჳან პერსიპტოლის, და იზმნობდა წარტაცებად ტაძართა და ქალაქთა დაპყრობად, არამედ სიმრავლისაგან შეთქმულთა საჭურველთა შეწევნასა შინა ლტოლვასა შინა მოაქციეს, და მუნ შემთხუეულსა განდევნილებისასა ანტიოხოს ქალაქთ მცხორებელისაგან თანა სირცხჳლით მოქცეულად.
9,3 ხოლო მყოფს მას წინაშე იეკათანისა მიუთხრეს მას ქმნილი ნიკონორისა თანა და ტიმოთესა.
9,4 ხოლო ამაღლდა გულის-წყრომითა, ჰგონებდა განდევნილებათა მისთა სიბოროტისა მოღებად ებრაელთა ზედა. ამისთჳს უბრძანა წარმყვანელთა დაუცხრომელად მლტოლვარისა შედგომად სლვისა; ზეცისა სასჯელი აიძულებდა მას, რამეთუ ესრეთ ამპარტავანებით ჰრქუა: საფლავი ებრაელთა იერუსალჱმს, მივიდე მუნ, ვჰყო.
9,5 ხოლო ყოვლის-მპყრობელმან უფალმან ღმერთმან ისრაჱლთამან დასცა იგი უკურნებელითა და უხილავითა წყლულებითა; რამეთუ გამოუთქმელისა მისისა დიდებისა მეყსეულად შეიპყრა იგი შინაგან მძჳნვარემან და მწარისა შინაგანისა ტანჯვისა
9,6 ფრიად მართლ: მრავალითა და უცხოთა განსაცდელითა სხუათათა ნაწლევთა სატანჯველისა.
9,7 ხოლო იგი არა ვითარვე სიქადულისაგან თჳსისა დასცხრა, ხოლო კუალადცა ამპარტავანი აღივსებოდა, ცეცხლისა სულ-[მ]თქმელი გულის-წყრომასა ებრაელთა ზედა და ამცნებდა უმოსწრაფესად სლვასა. ხოლო შეემთხჳა დაცემა მას ეტლიდამ მიმართებისა მქონებელსა და ბოროტითა დაცემითა დაცემულმან ყოველნი ასონი ჴორცისა შეიმუსრა.
9,8 ხოლო იგი, რომელი მცირე პირველმგონებელი ღელვათა ზღჳსათა ბრძანებად ამპარტავანებისაგან უფროს კაცთასა და განზომითა მაღალთა მთათასა ჰგონებდა აღწონად ქუეყანადმდე, დამდაბლებულ იქმნა, ჰორლესა ზედა მოჰქონდათ. განცხადებული ძალი ღმრთისაჲ ყოველთა ეუწყებოდა,
9,9 რამეთუ გუამისგანცა არაწმიდისა მატლი დასცჳოდა და ცოცხალსავე სალმობათა შინა და ტანჯვათა შინა ჴორცნი მისნი დასცჳოდა, ხოლო სიმყრალისაგან მისისა და წუთხისა ყოველი მჴედრობა მოიძაგებდეს.
9,10 და მცირედ პირველისა ცათა ვარსკულავთა შეხებად მგონებელისა არავითარსავე შეუძლებდა ტჳრთვად სიმყრალისათჳს მძჳნვარისა.
9,11 მიერითგან უკუე იწყო მრავლისაგან ამპარტავანებისა თჳსისა დაცხრომად მოწყლულმან და ცნობასა შინა გამოსლვად სწავლასა ზედა ღმრთისასა წყლულებითა დაჴშირებისაებრ განმრავლებისა სალმობისა თჳსისა მიმღებელმან.
9,12 და ოდეს არცა თჳთ სიმყრალისა თჳსისა მოთმენად ძალ-ედვა, ესრეთ ჰრქუა: მართალ არს დამორჩილებად ღმრთისა, და მოკუდავისა მყოფისა სწორ ღმრთისა არა ბრძნობად ამპარტავანებითა.
9,13 ხოლო ევედრებოდა შეგინებული არაოდესისა მიმართ მნებელისა შეწყალებად მისა მეუფეს; ესრეთ იტყოდა:
9,14 წმიდაო უკუე ქალაქო, რომლისა ვისწრაფე მოსლვად მტუერისა შინა გარდაქცევად და საფლავთა აღშენებად, თავისუფალად დატევებად.
9,15 ხოლო ებრაელთა, რომელთა ენებათ არცა საფლავსა ღირს-ყოფად, არამედ ფრინველთა და მჴეცთა გასაგლეჯელსა ზედა მიცემად ჩჩჳლთა თანა, ყოველთა მათ თანა-სწორ ათინელთა ყოფად.
9,16 ხოლო ტაძარი წმიდაჲ, რომელი პირველ განსძარცუა, ყოვლად-კეთილთა ნიჭთა შემკობად და სამღდელონი ჭურჭელნი მრავალი უფროს ყოველთა მიგებად და ღირს-ყო მსხუერპლთა მიმართ თჳსთაგან შემოსავალთა მინიჭებად.
9,17 ხოლო ამათ მიმართ ებრაელთაცა ყოფად და ყოველთა ადგილთა დაშენებულთა განსლვად და ქადაგებად ღმრთისა ძლიერებისა აღუთქუა.
9,18 არამედ არა ვითარმე დასცხრა სალმობითა, რამეთუ გარდამოვიდა მას ზედა მართალი ღმრთისა სასჯელი, თავსა თჳსსა უსასოებდა. მისწერა ებრაელთა მიმართ ქუემოთ-წერილი ებისტოლე, სავედრებელისა წესთა მქონებელი;
9,19 ხოლო შემომპყრობელი ესრეთ: ყოვლად-კეთილთა მოქალაქეთა ებრაელთა - ფრიად გიხაროდენ და ცოცხლებდინ და კეთილმოქმედებდინ მეფე და მჴედარი ანტიოხოს.
9,20 უკუეთუ სცოცხლებთ და შვილნი და თქუენნი გონებანი თქუენდა არიან, ვმადლობ უკუე ღმერთსა დიდითა მადლობითა, ზეცისა სასოებისა მქონებელი.
9,21 ხოლო მე, უძლურებასა შინა მდებარე, თქუენსა პატივსა და კეთილშემწყნარებასა მოვიჴსენებ სიყუარულითა. მოქცევასა სპარსთა ადგილთაგან, და დავეცი სალმობასა შინა მძიმესა და ჭირვება მაქუნ ზრუნვისაებრ საერთოდ ყოველთათჳს განმტკიცებული.
9,22 არა მაეჭუებელი თავისათჳს, არამედ სასოება მრავალი მაქუს განრომად სნეულებისა.
9,23 ხოლო მხედველი, რამეთუ მამაცა ჩემი, რომელსა ჟამსა შინა მაღალთა ადგილთა შინა ბრძოდა, აუწყა მქონებელს მოღებად შემდგომად მისა მტავრობა,
9,24 რათა, უკუეთუ რაჲ წინა-აღდგომი შეემთხჳოს, ანუ მიეთხრას რამე დაჭირვება, ეწყებულმან, რომელი იყოს სოფელთა შინა, ვისა დაუშთეს საქმენი, ნუ შეძრწუნდებინ.
9,25 ხოლო ამათ მიმართ გულის-მსიტყუათა გულის-მოდგინებულთა შეძლებელთა და მეზობელთა სამეფოსა ჟამთა განმხილველთა და შემთხუევისა მომლიდნელთა, გამოუცხადე ძესა ჩემსა ანტიოხოს მეფობა, რომლისა მრავალ-გზის შემომვლელთა მაღალთა საეპრახოზოთა თქუენგან მრავალთა მივათუალე და წინა-დაუდევ; ხოლო მივსწერე მისა მიმართ, რომელი ქუემორწერილ არიან.
9,26 გევედრები უკუე თქუენ და ვითხოვ, რათა მოიჴსენეთ კეთილის-მოქმედება საერთოსა შინა და ცალკერძ თჳთეულმან თანა-იპყარით მყოფი კეთილი შეწყნარება ჩემდა მომართ და ძისა ჩემისა.
9,27 რამეთუ ვესავ, რომელი-იგი სიმდაბლესა და კაცთ-მოყუარებასა უკანასკნელთა ჩემთასა სათნო-ჩინებითა შეერთებულად თქუენდა იყოს.
9,28 კაცის-მკლველი უკუე და მგმობარი მაბოროტებელი ივნებდა, ვითარცა სხუათა უყო, უცხოთა შინა მთათა ზედა მძჳნვარითა სიკუდილითა მოეკუეთა.
9,29 ხოლო მოიღო გუამი მისი ფილიპე, მწერელმან მისმან, რომლისა ეშინოდაცა ძისა ანტიოხოსა, პტოლმეოს მიმართ ფილიომიტორისა ეგჳპტესა შინა განვიდა.

თავი X. თავი მეათჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38

B
10,1 ხოლო მაკაბელნი და რომელიცა მის თანა იყვნენ, უფალსა იგინი შემწე-იყოფდეს, ტაძარი უკუე და ქალაქი მიიღეს.
10,2 ხოლო კერპი უცხო-თესლთაგან უბანთა ზედა აღშენებულნი, ხოლო კუალად საკურთხეველნიცა აღმოთხარნეს
10,3 და განწმიდეს ტაძარი, სხუაჲ საკურთხეველი ქმნეს და დაწუეს ქვანი და აღიღეს ცეცხლი სხუათაგან. შეწირეს მსხუერპლი შემდგომად ორისა წლისა და ექუსისა თჳსა და საკმეველნი და სასანთლენი და პური წინა-დაგებადი ქმნეს.
10,4 ხოლო ესე ჰყვეს, ევედრებოდეს უფალსა, დაცემულნი პირთა ზედა, რათა არღარავე ესრეთსა შინა ბოროტსა შტავარდნენ, არამედ უკუეთუ ოდეს სცოდონცა, მიერითგან სიმშჳდით რათა განისწავლნენ და არა ბარბაროზთა და მგმობართა წარმართთა მიეცნენ.
10,5 ხოლო მას დღესა შინა ტაძარი უცხო-თესლთაგან შეიგინა, შემოჴდა მასვე დღესა შინა განწმედის-ყოფად ტაძრისა, ოცდამეხუთესა დღესა თჳსასა, რომელი არს ხასლევ.
10,6 და შუებით დღესასწაულობდენ დღეთა რვათა, სახისაებრ კარვობისა მომჴსენებელნი, რამეთუ პირველ მცირისა ჟამსა დღესასწაულსა კარვობისასა მთათა შინა და ქუაბთა მჴეცთა-სახედ იყვნენ გარდამყვანებელნი.
10,7 ამისთჳს ფირსი და რტოთა მწუანისათა, ხოლო კუალად და ფინიკთა მქონებელნი გალობასა შესწირვიდეს, კეთილმოსწრებულნი განწმედად ადგილისა თჳსისა.
10,8 და ბრძანეს საერთოდ მცნება და ბრძანებანი ყოვლისა ნათესავისა ებრაელტასა შემდგომად ყოველთა წელთა დრესასწაულობად დღესა ამას.
10,9 და ანტიოხოს, უკუე რომელი იწოდა ეპიფანედ, აღსასრული ესრეთ აქუნდა.
10,10 ხოლო აწ, რომელი ეპათურასაგან ანტიოქოსა, ძისა არაწმიდისა, ქმნილნი, ვთქუათ, შემამოკლებელი ბოროტისა, რომელი ბრძოლასა შინა ქმნილ არიან.
10,11 რამეთუ ამან მიიღო მეფობა, დაადგინა ზედა საქმეთა სამეფოთა ლუსია, რომელიმე კილი-სურისაცა და ფინიკისა მჴედართ-მთავრის პირველუხუცესი.
10,12 რამეთუ პტოლმეი, წოდებული მაკრონ, მართლიად დაცვად მოსათნო-იჩინა იუდეანთა, ყოფილისათჳს მათდა მიმართ უსამართლოებათა, და გამოიცდიდა, რომელნი მათდა მიმართ მშჳდობით წინა-ძღომად.
10,13 მითვე შესმენლი მეგობართაგან ევპათორის მიმართ და ჴშირად მსმენელი, ვითარცა იყო განმცემელი, ვინათგან კჳრი სარწმუნოდ ფილომიტრასგან დაუტევა და ანტიოხოს მიმართ ეპიფანისა განვიდა, არცა პატიოსნისა ფლობისა მქონებელი, მწუხარებისაგან მოიწამლა თავი, ცხორებაჲ აღასრულა.
10,14 ხოლო ღორგია, მყოფი მჴედართ-მთავრად, ზედ ადგილებითა შემოიკრიბა უცხონი მჴედარნი და დაუცხრომლად ებრაელთა ზედა ებრძოდა.
10,15 ხოლო მის თანა ერთბამად იდუმიელნიცა, შემმპყრობელნი ძლიერთა სიმყკიცეთა, ასწავებდეს ებრაელთა და განდევნილებათა იერუსალჱმითგან შეწყნარებულთა, ბრძოლად დაიწყებდეს.
10,16 ხოლო მყოფნი მაკაბელთა ტანა ჰყოფდეს ლოცვასა და ევედრებოდეს ღმერთსა თანა-მბრძოლად მათდა ყოფად, იდუმიელთა ზედა სიმტკიცეთა შეითქუნეს,
10,17 რომელთა მიმართ წარმოდგნენცა სიმჴნისად, დაიპყრნეს ადგილი, ხოლო ყოველთა ზუდეთა ზედა მბრძოლითა შურ-აგებდეს და შემთხუეულთა დაჰკლვიდეს, ხოლო მოსწყჳტნეს არა უმცირეს ოცი ათასისა.
10,18 ხოლო მლტოლვარეთა, რომელთამე არა უმცირე ცხრა ათასისა, ორთა შინა გოდოლთა მაგართა ფრიად და ყოვლისა საბრძოლისა მიმართ მქონებელთა,
10,19 მაკაბელმან დაუტევნა სიმონ და იოსიფ, ხოლო კუალად ზაქარიაცა და რომელნი მათ თანა კმა-საყოფელნი გარ-მოდგომისა მიმართ მათთა და მჭირნოს ადგილსა ზედა თჳთ განვიდა.
10,20 ხოლო მყოფთა სიმიონის თანა, ვეცხლთ-მოყუარეთა ვინამეთგან, რომელი გოდოლთა შინა, ვეცხლით მოსცთეს და სამოცდაათი ათასი დიდრაქმა მოიღეს და დაუტევეს რომელთამე განლტოლვად.
10,21 ხოლო ოდეს მიეთხრა მაკაბელსა ქმნილთათჳს და შეკრიბნა უხუცესნი ერთანი, უწოდებდა, რამეთუ ვიცხლისათჳს განყიდეს ძმანი, წინა-აღდგომ მათ ზედა განუტევეს.
10,22 ამათ უკუე განცემისა მყოფელთა მოჰკლვიდა და მყისა შინა ორნი გოდოლი დაარღჳვნა.
10,23 ხოლო ჭურვილთა ყოველთა შინა და ჴელითა კეთილმოსწრაფითა წარწყმიდნა ორსა შინა სიმტკიცეთა უფროს ორთა ბევრთა.
10,24 ხოლო ტიმოთე, რომელი პირველ ებრაელთაგან იქმნა შევნებული, შეკრიბნა მჴედართა უცხო-თესლთა სიმრავლე და ასიასა შინა მყოფელთა ცხენოსანი არა-მცირენი, მოვიდა, ვითარცა საჭურველებითა ებრაელთა მნებელი მიღებად.
10,25 ხოლო მაკაბელი და მყოფნი მისთანანი მოახლებასა მისსა ვედრებად ღმრთისა მიმართ მიიქცეს, თავთა მიწასა დაისხემდენ და წელსა ძაძითა მოირტყემდეს.
10,26 წინაშე საკურთხეველისა ზღურბლთა პირთა ზედა დაცჳვდენ, ევედრებოდენ მოწყალეს მათდა ყოფად, ხოლო მტერ-ყოფად მტერთა მათთა ზედა და წინა-აღმდგომთა წინა-აღმდგომად, ვითარცა სჯული იტყჳს.
10,27 ხოლო იქმნა, შემდგომად ვედრებისა მიიღეს საჭურველი, ქალაქისაგან შორ განვიდეს და მიიახლეს მბრძოლთა მიმართ, თავისთჳს დგეს.
10,28 ხოლო აღმობრწინვებასა მზისასა ეკუთნეს. ორთაგანვე ამათ მოთავდებე აქუნდა კეთილშემთხუევისა და ძლევისა კეთილმოქმედისა თანა უფლისა მიმართ შეწევნათათჳს შესავედრებელისა, ხოლო მათ მჴედართ-მთავრისა ბრძოლა იწყეს გულის-წყრომად.
10,29 ხოლო დამყოფებასა ძლიერის ბრძოლისასა გამოუჩნდათ წინა-აღდგომთა ცითგან კაცნი ხუთნი ცხენთა ზედა ოქროსა აღჳროვანითა მქონებელნი, კეთილშუენიერებისანი, და წარუმართებდეს ებრაელთა ორნი;
10,30 და მააბელს შორის თავისად აღიღებდენ ყოველთა თჳსითა საჭურველითა და შეეწეოდეს, უვნებლად დაიცევდენ, ხოლო წინა-აღდგომტა ზედა ისრითა და ელვასა წსროდეს, იმითვე შეირივნეს, უხილავად მოსრვიდეს შფოთითა აღვსებულთა.
10,31 ხოლო მოწყუეტილნი იყვნეს ოცი ათას ხუტასი ქუეითი, ხოლო ექუსასი ცხენოსანი.
10,32 ხოლო თჳთ ტიმოთე ივლტოდა ღაზარსა შინა, რომელსა ეთქმოდა სიმტკიცედ ფრიად მაგრობით, ხოლო მჴედართ-მთავრებული მუნ ხერეუსს.
10,33 ხოლო მაკაბელი და რომელნი იყვნენ მის თანა, იშუვებდეს, მოიცვეს სიმტკიცე დღე ოთხ.
10,34 ხოლო მყოფნი შინაგან სიმტკიცესა, ადგილსა ზედა მოსავნი, უფროჲს ზომისა გმობდეს და სიტყუასა უსჯულოსა მოიღებდეს.
10,35 ხოლო გამოუჩნდებოდეს ხუთ დღე ოცნი ყრმანი, რომელნი მაკაბელთა თანა იყვნეს. აღეტყინნეს გულის-წყრომითა გმობისათჳს, მიიახლნენ ზღუდისა მიმართ მჴნედ და მჴეცებრ სახით გულის-წყრომითა შემთხუეულთა მოჰკუეთდეს.
10,36 ხოლო სხუანი მსგავსად აღვიდოდეს დაჭირვებითა მყოფთა მიმართ შინაგან, დაწუნეს გოდოლი და აღანთნეს საცეცხლე, ცოცხალნი მგმობარნი დასწუნეს, ხოლო სხუანი ბჭენი დაჰკუეთნეს და შეუტევნეს სხუანი ბანაკნი, აღიღეს ქალაქი;
10,37 და ტიმოთე, დამალული რომელსამე შინა ჴნარცუსა, დაკლეს, და ძმანი მისნი: ხერეა და აპოლოფანა.
10,38 ხოლო ესენი ჰყოფდეს გალობითა და აღსარებითა კურთხევასა უფლისასა, კეთილის-მყოფელსა დიდსა ისრაჱლისასა და ძლევის-მიმცემელთა მათდა.

თავი XI. თავი მეათერთმეტჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38

B
11,1 ხოლო შემდგომად მცირედისა ყოვლისა ჟამისა ლუსია, მეფისა მოადგილე და თანა-მონათესავე და საქმეთა ზედა წინა-მდგომელი, ფრიად მძიმედ უჯეროვნო-ყო ყოფილნი,
11,2 შეკრიბნა ვითარცა ოთხმეოცი ათასი და ცხენოსანნი ყოველნი, მოვიდა იუდეათა ზედა, განმზრახველი უკუე ქალაქი დამკჳდრებელ ელენთა ყოფად,
11,3 ხოლო ტაძარი ვეცხლის-მოხარკეთა ყოფად, ვითარცა და სხუათა წარმართთა ბომონნი და ყოველთა წელთაებრ განყიდვად მღდელთ-მთავრობისა.
11,4 არასადა მომგონებელი ღმრთისა ძლიერებისა უგუნურად ესვიდა ბევრეულთა ზედა ქუეითთა და ათასეულ ცხენოსანთა და ოთხმეოცთა სპილოთა ზედა.
11,5 შევიდა ჰურიასტანსა შინა და მიიახლა ვეფსურისა მიმართ, მყოფისა უკუე მაგრისა ადგილისა მიმართ, ხოლო იერუსალჱმითგან განშორებულსა ვითარცა ხუთ სტადიონი, და ამათ აჭირვებდა.
11,6 ხოლო ოდეს სცნა მაკაბელმან და რომელ მისთანათა, მბრძოლისა მის სიმტკიცე, ტირილითა და ცრემლითა ევედრებოდეს უფალსა ყოველთა თანა ერთა სახიერისა ანგელოზისა მოვლინებად ცხორებისა მიმართ ისრაჱლისა.
11,7 ხოლო თჳთ მაკაბე[ლ]მან პირველ აღიღო საჭურველი ნუგეშის-მცემელი ერთობამად მათითურთ ჭირისა აზიდვად, რომელ შეწევნად ძმათა თჳსთა. ხოლო ერთბამად თანა გულს-მოდგინებით შეიქუნეს,
11,8 ხოლო მუნ ახლოსცა იერუსალჱმი; და მყოფთა გამოუჩნდა მათ წინამძღუარი ცხენოსანი სამოსლითა სპეტაკითა, ყოველი საჭურველი ოქროსა შემარყეველი.
11,9 ხოლო ერთბამად ყოველნი აკურთხევდეს მოწყალესა უფალსა და განძლიერდეს სულითა; არა გარნა კაცთა, არამედ მჴეცთაცა უმძჳნვარესთა და ზღუდეთა რკინისათა შემუსრვად იყვნენ განმზადებულნი.
11,10 მოვიდოდეს განწყობილებასა შინა თანა ზეცით მებრძოლისა, მქონებელნი შემწყალებელისა მათთა უფლისა.
11,11 ხოლო ლომის-სახედ შეინთქმოდეს წინა-აღმდგომათა ზედა, დასდვეს მათგან ათერთმეტი ათასი ქუეითი, ხოლო ათას ექუსას ცხენოსანი, ხოლო ყოველთა აიძულებდეს ლტოლვად.
11,12 ხოლო უმრავლესი მათგანნი წყლულნი შიშუელნი განერნეს, და თჳთ ლუსია სირცხჳლეული მლტოლვარე წარვიდოდა.
11,13 ხოლო არა უგუნურება, რომელ იყო შეკრზალულ-ყოფილი მას ზედა დამცრობასა, და გულისჴმაჲ-ყო უძლეველ-ყოფად ებრაელთა, ყოვლის-შემძლებელსა ღმერთსა თანა-მბრძოლობისა მათდა,
11,14 წარგზავნა მათდა მიმართ ზრახვა მომშჳდობად ყოველთათჳს მართალთა, რამეთუ მეფისაცა მოჴსენებად და აღძულებად მეგობარ მათდა ყოფად.
11,15 ხოლო თანა-სათნო-იჩინა მიდრეკად მაკაბელმან ყოველთათჳს, რომელთათჳსცა ლუსია ევედრა სარგებელტათჳს მზრუნველი; რაოდენი მაკაბელმან მისცა ლუსიას წერილითა იუდეა[ნ]ტათჳს, სათნო-იჩინა მეფემან.
11,16 რამეთუ იყვნეს წერილი ებრაელთა ებისტოლესი ლუსიასაგან, უკუე აქუნდა სახე ესევითარი: ლისია სიმრავლესა ებრაელთასა - გიხაროდენ!
11,17 იოანე და აბესალომ, რომელი წარმოგზავნილ არიან თქუენგან, მიმცემნი წერილითა ზედა-მიგებისა, ითხოვდეს დანიშნულთათჳს მათ შინა.
11,18 რაოდენი უკუე კერ-იყო მეფისა წინა-დადებად, მიუთხარ. და რომელი იყვნეს შესაწყნარებელ, სათნო-იჩინა.
11,19 უკუეთუ უკუე საქმეთა შინა სარწმუნოდ დაიცვნეთ იგი და სხუათა შინა გამოვსცდი უმიზეზოდ თქუენდა ყოფად კეთილთა.
11,20 ხოლო ამათთჳს ნაწილთა გამცნებ ამით და წარმოგზავნილითა ჩემგან განზრახვად თქუენ თანა.
11,21 ცოცხლებდინ! წელსა ას ორმეოცდარვასა, თუესა დიოსკორინთისა, დღესა ოცდაოთხსა.
11,22 ხოლო ებისტოლესა მეფისასა თანა-ეპყრა ესრეთ: მეფე ანტიოხოს ძმასა ლისიას - გიხაროდენ!
11,23 მამისა ჩუენისა ღმრთად შეცვალებულისა, ჩუენ, მნებელნი სამეფოსა შინა მყოფთა შეუშფოთებელად ყოფად და თჳსთათჳს გულს-მოდგინებისა.
11,24 გუესმა ებრაელტა, არა თანა-სათნო-მყოფელთა მამისა ჩემისა ბრძანებათა, რომელ გარდაიცვალნენ იგინი ელენთა შჯულთა ზედა; არამედ ნებავნ პყრობად თჳსისა მცნებისა, ამისთჳს მავედრებელთა, რათა მიენიჭოს მათ შჯული მათი.
11,25 მნებებელი უკუე და ამის ნატესავისა უშფოთველად ყოფად ვსაჯეთ და ტაძარი მათდა მიქცევად და ცხორებად პირველმშობელთაერბ მათთა ჩუეულების.
11,26 კეთილად უკუე ყო, უკუეთუ წარმოგზავნო მათდა მიმართ და მაღჯუენე მისცე, რამეთუ რათა მცნობელნი ჩუენნი, მსათნო-მჩენელნი კეთილსულთათა იყვნენ და უზრუნველად ეგნენ თჳსთა მიმართ დაცულებითა.
11,27 ხოლო ებრაელთა მიმართ მეფისა ებისტოლე ესევითარ იყო: მეფე ანტიოხოს მოხუცებულთა ებრაელთასა და სხუათა ებრაელთა - გიხარობენ!
11,28 უკუეთუ სცოცხლებთ, რამეთუ იყოს, ვითარცა გუნებავს; და თჳთ ვსცოცხლებთ.
11,29 გამოგჳცხადა ჩუენ მენელაი, რამეთუ გნებავსთ შესრულთა ყოფად ჩუენითურთ.
11,30 შემოსრულთა უკუე, ვიდრე დღედმდე ოცდაათსა, თუესა კსანფიკისა, იყოს მარჯუენა უშიშრობისა
11,31 განსაჴმარებად ებრაელთა თჳსთა განსავალთა და სჯულითა, ვითარცა და პირველ, და არცა ერთი მათდა არცა ერთისაებრ სახისა შეურვებისა ქონებად შეთქმულთათჳს უმეცრებათა შინა.
11,32 ხოლო წარმოვგზა[ვ]ნეთ მანალაი, მქონებელი ნუგეშის-ცემად თქუენდა.
11,33 სცოცხლებდეთ! წელსა ას ორმეოცდამერვესა, თუესა კსანფიკსა, მეათხუთმეტესა დღესა.
11,34 ხოლო წარმოგზავნეს რიმელთაცა მათდა ებისტოლე, რომელი აქუნდა ესრეთ: კვინთე მემმი და ტიტე ამანელი, მოხუცებულნი რიმელთა, ერთა ებრაელთა - გიხაროდენ!
11,35 რომელთათჳს ლისია, თანა-მენათესავემან მეფეთამან, სათნო-იჩინა თქუენდა, ჩუენთაცა კეთილ ნებითა.
11,36 და რომელი საჯა წინა-დადებად მეფისა, მსწრაფლ წარმოგზავნეთ ვისა თანა მხედველნი ამათთჳს, რათა დავადგინნეთ, ვითარცა ჯერ-არს თქუენდა, რამეთუ ჩუენ წარვიდეთ ანტიოქის მიმართ.
11,37 ამისთჳს მოისწრაფეთ და წარგზავნეთ რომელნიმე, რათა ჩუენცა ვსცნათ, რაჲმე არს გონება.
11,38 სცოცხლებდით! წელსა ამ ორმეოცდარვასა, დღესა მეათხუთმეტესა, თუესა კსანფიკსა.

თავი XII. თავი მეათორმეტჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45

B
12,1 ხოლო შექმნულთა ყოფილთა აღთქმათა ამათ ლისია უკუე წარვიდა მეფისა მიმართ, ხოლო ებრაელნი ქუეყანის-მოქმედებასა შინა მოიცალებოდეს.
12,2 ხოლო დატევებულთაგან ადგილთაებრ მჴედართ-მთავრებთა ტიმოთე და აპოლონი, ძე ღენევისი, ხოლო კუალად იერონუმცა და დიმოფონ, ხოლო მათდა მიმართ ნიკანორცა კჳრიარხი, არა დაუტევებდეს მათ კეთილის-მდგომად და განსუენებასა შინა ყოფად.
12,3 ხოლო იოპპელნი ესეოდენ ყოფდეს არაწმიდებასა: ევედრებოდეს ებრაელნი მათ თანა მცხორებელთა შესლვად შუა-მდგომელობასა შინა მათგან ერთა ცოლითა და შვილითა, ვითარცა იყო არცა ერთი მტერობაჲ შორის მათსა მდგომარე.
12,4 ხოლო საერთოსაებრ განწესებისა მაქალაქეთასა, და ამათ მიიღეს იგი წმიდა მომშჳდებად მნებებელთა, არარაჲვე ქუე განმჭრეტელობისა მქონებელთა, განიცადენ მათ, დანთქმიდეს უფროს ორასსა.
12,5 ხოლო სცნა იუდა, რომელი იქმნებოდა მონათესავეთა ზედა თჳსთა ფიცხელად, მიუთხრა კაცთა, რომელნი იყვნენ მის თანა, და მოუწოდა იუდას მართლმსაჯულსა ღმერთსა,
12,6 მივიდა შეგინებულ მკლველთა ზედა ძმათა მისთასა და ნავთ-სადგურნი ღამე დაუწუნა და ნავიცა დაწუვნა და რომელნი ცეცხლისაგან ივლტოდეს, დაკლნა.
12,7 ხოლო ადგილსა დაჴშულ-ყოფილი განვიდა, რამეთუ კუალად გამოსლვად მქონებელი ყოველნი, იოპპელთა აღმოფხურნა მოქალაქეობა,
12,8 ხოლო გულისხმა-ყო, რამეთუ და ამანსა შინა მცხორებელთა ნებავსთ სავანეობით ჰურიათა, ხოლო ამით სახითა ყოფად სხუას,
12,9 იამნიტელთა ღამით დაესხა, დაწუა ნავთ-საყუდელნი ნავებითურთ, რამეთუ გამოჩნდა შუქი ცეცხლისა იერუსალჱმსა შინა, სტადიონთა მყოფთა ორას ორმეოცთა.
12,10 ხოლო მიერითგან წარსრულთა ცხრას სტადიონსა, ჰყოფდეს გზათა ტიმოთეს ზედა, ეკუეთნეს მათ თანა არაბიელნი, უმრავლესი ხუთი ათასი კაცნი და ცხენოსანნი ხუთასი.
12,11 ხოლო ქმნულისა უძლიერესის ბრძოლისა და ყოფილით იუდას თანა შეწევნითა ღმრთისა თანა მოსწრებულთა სხუანი არაბნი ძლეულნი ითხოვდეს იუდასგან მარჯუენასა თავისად, აღუთქმიდეს სამწყსოთაცა მიცემად და სხუათაცა სარგებელად მათდა.
12,12 ხოლო იუდა თანა-გულისჴმა-ყო, რამეთუ ჭეშმარიტ არს მრავალთა შორის იგინი საჴმართა, აღუთქუა მშჳდობის დაპყრობად მათ თანა; ხოლო აღიღეს მარჯუენა, წარვიდეს ხარგასა შინა თჳსსა.
12,13 ხოლო დაეცა რომელთამეცა ქალაქთა ხიდებითა მტკიცეთა და ზღუდვით მოზღუდვილთა, რომელი ყოველთა შერეულთაგან წარმართთა დაშენებულ იყვნეს, რომლისა სახელი კასპინ.
12,14 ხოლო მყოფნი შინაგან ესვიდეს სიმაგრესა ზღუდისასა და განმზადებულებასა ზედა საჭმელთათა, უშიშრად დადგრებოდეს, მწყევარნი, რომელი იყვნენ იუდასა თანა და ვისამე მგმობელნი და მეტყუელნი, რომელი არა ჯერ-არს.
12,15 ხოლო მყოფნი იუდას თანა უწოდდეს დიდსა მფლობელსა სოფლისასა, რომელი თჳნიერ ვერძთა და მანქანათა ჭურჭელთა ჟამსა შინა ისუ ნავესა დაირღუა იერიქო, ზედა დაეცეს მჴეცის-სახედ ზღუდესა ზედა.
12,16 და აღიღეს ქალაქი ღმრთისა ნებითა, ურიცხუთა დაკლვანი ყვნეს, რამეთუ წინა-მდებარესა ტბასა სივრცესა შინა აქუნდა სტადიონი ორი, მიმდენელისა მომწყდართა სისხლითა სავსე გამოჩნდა.
12,17 ხოლო მიერითგან განვიდეს სტადიონსა შჳდას ერგასთა, მოვიდეს ხარაკსა შინა, რომელსა ეწოდებოდა ხუვინომ ჰურიატა.
12,18 და ტიმოთეს უკუე ადგილსა ზედა არა მისწუდეს, არცა ერთისა საქმისა აღასრულნეს, ადგილთაგან განვიდეს, ხოლო დაუტევნეს მცველნი რომელსამე შინა ადგილსა ფრიად მტკიცესა.
12,19 ხოლო დოსიფეი და სოსიპატრო, რომელნი იყვნენ მჴედარნი მტავარნი მაკაბელთა თანა, შევიდენ, წარწყმიდეს, ტიმოთესაგან დარჩომილთა სიმტკიცეთა შინა უფროს ათი ათასთა კაცთა.
12,20 ხოლო მაკაბელმან განაწესნა მჴედარნი თჳსნი გუნდთაებრ, დაადგინნა იგინი ბანაკად და ტიმოთესა ზედა წარვიდა, მქონებელი მის თანა ას ოცი ათასი ქუეითთა, ხოლო ცხენოსანი ორი ათას ხუთასი.
12,21 ხოლო სცნა ტიმოთე მოსლვა იუდასი, წარგზა[ვ]ნა ცოლი და შვილნი და სხუათა განმზადებულთა მტკიცეთა შინა, რომელსა ეწოდების კარინის, რამეთუ იყო უბრძოლველ და აღსლვისა მიმართ უჯეროვნო სივიწროვისათჳს ყოველთა ადგილთა.
12,22 ხოლო ოდეს ბანაკი ებრაელთა პირველი გამოუჩნდათ და იქმნა საოცარ წინა-აღმდგომთა ზედა და შიში გამოჩინებისაგან ყოვლის-მხედველისა, ყოფილისა მათ ზედა, ლტოლვად აღისწრაფეს ერთმან მეორისაგან, მლტოლვარნი, რამეთუ უმრავლესნი თჳსთაგან შეივნებდნენ და თჳსითა საჭურველითა განიგმირებოდეს.
12,23 ხოლო ჰყოფდა იუდა დევნა გულს-მოდგინედ მომწყუედელი უცხო-თესლთა, და მოსწყჳდა მათგან ათასი კაცი.
12,24 ხოლო თჳთ ტიმოთეცა დაეცა ადგილსა შინა, დოსიფესსა და იოსიპატრისსა, მრავლითა ვედრებითა ევედრებოდა, რათა ცოცხალი განუტეოს, რამეთუ მრავალნი უკუე იუდეანთაგან მშობელთა და ვინმეთა ძმათა ჰყვანდენ თჳსთა თანა. და ამათ ბოროტი შეემთხჳეს, უკუეთუ მოკუდეს.
12,25 ხოლო განმტკიცებულს მისა მრავალთა საზღვართა, რომელი მიქცევად მათთა არა აწყინებდა, განუტევეს იგი ცხოვრებისათჳს ძმათა.
12,26 ხოლო გამოვიდა მაკაბელი კარინითა ზედა და ატარღათისა ზედა, მოსწყჳდა ოცდახუთი ათასი.
12,27 ხოლო შემდგომად ძლევისა ამათ და წარწყმედისა მოიქცა იუდა და მჴედრითა და ევფრონ ქალაქსა ზედა მტკიცესა, რომელსა შინა მკჳდრ იყო ლისია და სიმრავლე პირად-პირადთა ნათესავთა, ხოლო ჭაბუკნი ძლიერნი დგეს წინაშე ზღუდეთა და ძლიერად იბრძოდეს, რომელსა შინა იყვნენ ჭურჭელნი და ისარნი მრავლნი განმზადებულნი.
12,28 ხოლო მოუწოდეს ყოვლად-ძლიერსა, თანა-მპყრობელითა შემმუსრველსა მებრძოლთა, რომელთა აღიღეს ქალაქნი ჴელსა ქუეშე და მოსრეს, რომელნი იყვნეს შინაგან ოცდახუთი ათასი.
12,29 და განვიდეს მუნით, შეითქუნეს ქალაქსა ზედა სკჳფელთასა, რომელი შორავს იერუსალჱმისაგან სტადიონი ექუსასი.
12,30 ხოლო მწამებელთათჳს მუნით მცხორებელთა ებრაელთა სკჳფელთათჳს მოქალაქეთა, რამეთუ აქუნ მათდა მიმართ კეთილშეწყნარება და ჟამთა შინა ბოროტშემთხუევანი მოწლედ ეგებოდეს;
12,31 მმადლობელნი მათდა ევედრებოდენცა და სხუათა ნათესავთა მიმართ მათთა კეთილშემწყნარებელნი იყვნენ; მოვიდეს იერუსალჱმად დღესა დიდსა დრესაწაულსა შჳდეულისა მდგომარისასა,
12,32 ხოლო შემდგომად წოდებულისა ერგასისა წარვიდეს წინააღმდეგ ღორგასა, მჴედარისა იდუმელისასა.
12,33 ხოლო გამოვიდა მკჳრცხლითა სამი ათასითა ცხენოსნითა ოთხასითა.
12,34 და ჰყო ბრძოლა, შეემთხჳა მცირედ დაცემა ებრაელთაგან.
12,35 ხოლო დოსითეოს ვინმე, ვაკინორისაგან, ცხენოსანი, კაცი ძლიერი, შეიპყრა ღორგია და აღიღო იგი ქლამინდითა, მოიყვანა იგი ძლიერად და უნებდა დაწყევლილისა აღყვანად ცოცხალისა; ვინმე ფრაკიულთაგან ცხენოსანთა დაეცა მას ზედა და მჴარი მოჰკუეთა, ხოლო ივლტოდა ღორგია მარისსა შინა.
12,36 ხოლო მჴედარნი ღორგიასნი მრავალთა ზედა იბრძოდეს და დაშურენ, ხადა იუდა შემწედ უფლისა და მჴედართ-მთავარს ბრძოლისა-ყოფად.
12,37 იწყო ჴმითა მამეულისათა გალობითურთ ტყება, ღაღად-ყო და მოულოდებელი მჴედართა ზედა ღორგიასთა დაეცა და ლტოლვასა შინა მიაქცია.
12,38 ხოლო იუდა შეკრიბნა მჴედარნი, მოვიდა ქალაქსა შინა ოდოლამს და, ოდეს შჳდნი მოვიდა ჩუეულებისაებრ განწმედისა, მათვე ადგილთა შინა შაბათი იდღესასწაულეს.
12,39 ხოლო ხვალისაგან მოვიდა იუდა თჳსტა, რათა ვითარცა შეჰგვანდა, გუამნი დაცემულთანი აღიღოს და მონათესავეთა თანა დასხნეს საფლავთა შინა მამეულთა.
12,40 ხოლო პოეს თჳთეულსა მკუდართაგან ქუეშე სამოსელთა მომკუდართასა ძღუენთაგან კერპთათა, რომელი იყო იამნის შინა, ხოლო რომელთათჳს შჯული აყენებდა ებრაელთა, ხოლო ყოველთა ცხად იქმნა, რამეთუ ამის მიზეზისათჳს იგინი დაეცნეს.
12,41 ყოველთა უკუე აკურთხეს მართლმსაჯული უფალი, რამეთუ დაფარული ცხად-ყო,
12,42 ვედრებისა მიმართ მოიქცეს, ევედრებოდეს, რათა ქმნილნი ცოდვანი ყოველთა წარიჴოცნეს, ხოლო იუდა უძლიერესადვე ევედრებოდა, ერნი რათა დაიცვნენ თჳსის ცოდვისაგან, თუალით ხილულთა ყოფილთა დაცემულთა ცოდვისათჳს.
12,43 და ჰყო კაცთაგან შეკრებულთა მორთულობანი, ვითარცა ორი ათასი დრაქმა ვეცხლისა, წარგზავნა იერუსალჱმს შინა შეწირვად ცოდვისათჳს მკუდართა მსხუერპლისა; ყოველსავე კეთილად და კეთილმსახურად მყოფდა, აღდგომისათჳს განმზრახველი,
12,44 რამეთუ უკუეთუ დაცემულისა აღდგომად არა-მომლოდნე იყო, გარდამატებულ იყოსმცა და ამაო მკუდართათჳს ვედრებად.
12,45 ვისამე მხედველმან, ვითარცა კეთილმსახურებასა შინა, შესუენებულთა ურჩეულესად განიმზადა მადლი და ღირსებისა და კეთილმსახურებისა განზრახულებასა, ხოლო მიერითგან მომკუდართათჳს ვედრება-ჰყო, რამეთუ რათა ცოდვათაგან განიწმიდნენ.

თავი XIII. თავი მეათსამმეტჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26

B
13,1 წელსა ას ორმეიოცდაცხრასა სცნა იუდა, რამეთუ ანტიოხოს იევპატროს მოვალს თანა სიმრავლითა ებრაელთა ზედა,
13,2 და მის თანა ლისია, მოადგილე მისი და საქმეთა ზედა უხუცესი, თჳთეულსა აქუნდა თჳსთა თანა ძალი ელინთა ას ათი ათასი ქუეითი და ხუთი ათას სამასი ცხენოსანი და სპილო ოცდაორი და ეტლნი მანგლითა შემოსილნი სამასი.
13,3 ხოლო თანა-შეერივა მათდა მიმართ მენელიცა და დიდითა ზაკუვითა ევედრებოდეს ანტიოხოსს არა მამეულისათჳს ცხოვრებისა, არამედ მსასოებელი უხუცესობისად დადგინებასა ყოფად.
13,4 ხოლო მეფემან მეფეთამან აღძრა გულის-წყრომა ანტიოხოს არაწმიდასა ზედა. და ლისიას, მაჩუენებელს თჳსად ყოფად დამნაშავეს ყოველთა სიბოროტეთა, ბრძანა, ვითარცა ჩუეულება არს, ადგილსა ზედა მოკლვად შემოყვანითა იგი ვეირიასა შინა.
13,5 ხოლო იყო მათ ადგილთა ზედა გოდოლი ორმეოცდაათი წყრთა, აღსავსე ნაცრითა, ხოლო ამას ჭურჭელნი აქუნდა მგრულივ ყოველგნითგან, ქუეგარდამომტევებელნი ნაცრისა.
13,6 მუნ, სამღდელო მპარველის დამნაშავე რათა იყვნეს, ანუ და სხუათა რომელთამე ბოროტთა აღმატებულებათა მოქმედისა, ყოველთა შტააგდებდენ წარსაწყმედელად.
13,7 ესევითარითა სიკუდილითა სჯულისა გარდამავალსა შეემთხჳა სიკუდილად, არცა ადმმარხველი მიხუდა მენელიასა ბოროტსა სამართლად.
13,8 რამეთუ ვინათგან მტავალი შეცოდებანი საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა ჰყო, რომლისა ცეცხლი და ნაცარ იყო წმიდაჲ, და მან ნაცრისათა შინა სიკუდილი მოიღო.
13,9 არამედ მეფე, გონებით აღჳრუსხმელი, მოვიდოდა უმწარეს მამისა მისისა ყოფილთა ჩუენებად მნებველი ებრაელთა.
13,10 ხოლო სცნა იუდა ამათთჳს, უბრძანა ერთა, რათა დღედ და ღამედ ვედრებად უფალსა, ნუთუ ვითარცა ოდესმე და აწცა, და შეეწიოს მქონებელთა შჯულისა და მამეულისა და წმიდისა ტაძრისა დაკნინებად.
13,11 და მცირედ პირველ განსუენებათა ერნი არა დაუტეოს ბოროტმგმობართა წარმართთა ჴელთა ყოფად.
13,12 ხოლო ყოველთა იმავეს ერთბამად მყოფელთა და მთხოველთა უფლისაგან მოწყალებისა, ტირილითა და მარხვითა და განრთმითა მიწასა ზედა შემდგომად სამ დღე დაუცხრომელად, განაძლიერნა იგინი, იუდა უბრძანა განმზადებად.
13,13 ხოლო თჳთ იუდა ცალკერძ მოხუცებულთა თანა შეერთდა, განეზრახა პირველ ვიდრეღა მეფისა მჴედართა მიშუებად ჰურიასტანსა შინა და ქალაქისა დაპყრობად, და გამოვიდა სჯად საქმეთა უფლისა შეწევნითა,
13,14 ხოლო მისცა ზრუნვა შემოქმედსა სოფლისასა და ევედრა თჳსთა მჴნედ მოღუაწებად ვიდრე სიკუდილადმდე სჯულისათჳს და სიწმინდისათჳს, ქალაქისათჳს, მამეულისათჳს, მოქალაქობისათჳს, გარემო მოდინსა მჴედარნი დაადგინნა.
13,15 ხოლო მისცა მყოფთა მის თანა სასწაული ღმრთისა ძლევისა, ხოლო ჭაბუკებითურთ უძლიერესებითა გამორჩეულითა დაესხა ღამე სამეფოსა ზედა ბჭესა, სადგურსა შინა მოსწყჳტნა ოთხი ათასი კაცი და უფროსი სპილოჲ მყოფთა თანა მათ ზედა დასცა.
13,16 და უკანასკნელსა ზედა ყოველნი ბანაკი შიშითა და ძრწოლითა აღავსნეს და გამოვიდეს კეთილშემთხუეულად.
13,17 ხოლო გამოჩინებულისა აწ დრესა ესე შეიქმნა, [შ]ეწევნითა მისა უფლისა დაფარვითა.
13,18 ხოლო მეფემან მიიღო გამოცდილებაჲ სიმჴნისა ებრაელთასა და გამოიცდიდა მანქანებითა ადგილსა ზედა.
13,19 და კვეფსურის მიმართ, მიმართ, მაგრისა მტკიცისა, ებრაელნი მოვიდეს, და განდევნილ იყო, მცემელნი შემცირდებოდეს,
13,20 ხოლო მყოფთა შინაგან იუდა საჴმარნი წარუგზავნა.
13,21 ხოლო მიუთხრა საიდუმლოდ მებრძოლთა როდოკოს რომელსამე სახელითა ებრაელთაგან მჴედართა, ხოლო მოძიებულ იქმნა და შეიპყრა და დაჴშა.
13,22 ხოლო გა[ა]ორა მეფემან სიტყუა ბედსურელთა თანა. და მისცა მარჯუენა და მიიღო მარჯუენე. განვიდა, შეაზავა ბრძოლა იუდას ტანა და ძლეულ იქმნა.
13,23 ხოლო ოდეს სცნა შურის-მგებელობა ფილიპე, ანტიოქიასა შინა დადგინებულისა საქმეთა ზედა, შეძრწუნდა და ევედრა ებრაელთა, დაემორჩილა და ეფუცა ყოველთათჳს სიმართლეთა, მოიმშჳდობა და მსხუერპლი შეწირა, პატივ-სცა ტაძარსა და შეიწყალა ადგილი.
13,24 და მაკაბელი შეიწყნარა და დაადგინა მჴედრად პტოლმაიდისაგან ვიდრე ღეორნინისამდე მთავრობით.
13,25 მოვიდა პტოლომაიდოსა შინა და შეურვებდეს პტოლომაიდელნი აღთქმათათჳს, რამეთუ რისხვიდეს, რომლისათჳს ენებათ განგდებად აღთქმა.
13,26 აღვიდა სამ[ს]ჯავროსა ზედა ლისია, მიუგო შეძლებისაებრ, აუწყა ერთა და ნუგეშნი-სცა, კეთილშეწყნარებულ-ყო, მოიქცა ანტიოქიასა შინა. ესრეთ იქმნა მეფისა განსლვა და მიქცევა.

თავი XIV. თავი მეათოთხმეტჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46

B
14,1 ხოლო შემდგომად წელთა სამთა სცნა იუდა, რამეთუ დიმიტრი, ძემ სელევკის, გამოცურვით შორს ნავ-საყუდელთა, რომელი იყო თრიპოლის თანა, თანა მრავლითა ძლიერებითა და ნავებითა,
14,2 დაიპყრა ქუეყანანი და მოკლა ანტიოხოს და მისი მოადგილე ლუსია.
14,3 ხოლო ალკიმ ვინმე, მყოფი პირველ მღდელთ-მთავრად, ხოლო ნეფსით შეგინებული ჟამთა შინა შერევნისასა, განიზრახა, რამეთუ რომლითამე სახითა არა არს მისა ცხოვრებაჲ, არცა შესლვად წმიდისა მიმართ საკურთხევლისა.
14,4 მოვიდა მეფისა მიმართ დიმიტრისა ას ორმეოცდაათერთმეტსა წელსა, მიუძღუანა მას გჳრგჳნი ოქროსა და ფინიკი, ხოლო ამათ მიმართ ყუავილნიცა, რომლისა იგონებდეს ტაძრისასა ყოფად; და მათ დღეთა შინა დადუმდა.
14,5 ხოლო შეემთხჳა ჟამი თჳსისა უგუნურებისა თანა ქმნულისა, მოწოდებულ იქმნა დიმიტრისა კრებულსა ზედა და კითხული, რომელთა შინა ანაგებთა და განზრახვითა დგანან ებრაელნი, ჰრქუა მათდა მიმართ:
14,6 თქმულნი ებრაელნი ასიდელნი, რომელთა მყვანებელი იუდა მაკაბელი, ბრძოლათა ჰყოფს და განწვალებათა აღადგენს, არა-მიმშუებელი მეფისა კეთილად დგომისა მიმთხუევად.
14,7 ამისთჳს განყოფილ ვარ მამეულისა დიდებისა, ესე იგი არს მღდელთმთავრობისა, აქამომდე აწ მოვედ.
14,8 პირველ უკუე ჯეროვანებათათჳს მეფისა სარწმუნოებისა თანა-პყრობად, ხოლო მეორედ თჳსთა მოქალაქესათჳს განმზრახველი, რამეთუ პირველთქმულთა თჳნიერ სიტყეათა ყოველსავე ნათესავსა ჩუენსა არა-მცირედ ავნებს.
14,9 ხოლო თჳთეილისა ამათ სცან შენ, მეფეო, სოფელთათჳს და გარმოდგომთათჳს ნათესავისა გულისხმა-ყონ კაცთ-მოყუარებისაებრ, რომელი გაქუნდინ ყოველსა მიმართ კეთილმიმდრეკელი,
14,10 რამეთუ ვიდრემდისცა იუდა ცოცხალ არს, არა შესრულებულ მშჳდობისა მიმთხუევად საქმეთა.
14,11 ხოლო ესევითარისა თქმითა ყოფილთა მისგან მყის სხუანიცა მეგობარნი მტერობის-მქონებელნი იუდასა ზედა აღადგინებდეს დიმიტრისა.
14,12 ხოლო მოუწოდა მსწრაფლ ნიკანორას უხუცეს[ს]ა ძალთა ზედა და მჴედართ-მთავრად დაუდგინა ებრაელთა ზედა, წარგზავნა,
14,13 მისცა მცნება თჳთ უკუე იუდასა მოკლვად, ხოლო მყოფთა მის ტანა განბნევად, ხოლო დადგინებად ალკიმის მღდელთ-მთავრად დიდისა ტაძრისა თანა.
14,14 მაშინ ნათესავნი, ლტოლვილნი ჰურიასტანიდამ იუდასგან, შეირეოდეს მწყემსობით ნიკანორისა თანა, ებრაელთა ბოროტის-შემთხუევა[დ] და ჭირი თჳსად კეთილშემთხუევისა მგონებნი ყოფად.
14,15 ხოლო ესმათ ებრაელთა ნიკანორის მოსლვა და დასხმა ნეთესავთა, დაისხემდენ მიწასა, დამადგინებელსა ევედრებოდეს ვიდრე უკუნისამდე ერისა თჳსისასა და მარადის გამოცხადებითა შემწისა თჳსისა ჴშირად.
14,16 ხოლო ბრძანებასა მჴედართ-მთავრისასა მსწრაფლ მიერითგან აღიძრნეს და შეირივნეს მის თანა ქალაქსა შინა დესავისა თანა.
14,17 ხოლო სიმონ, ძმა იუდასი, ეკუეთა ნიკანორის თანა, ხოლო მცირედ შეაშინნა ანაზდისათჳს მოსლვისა წინა-აღმდგომთა.
14,18 ხოლო გარნა ისმინა ნიკანორ მჴნეობა, რომელი იუდას თანა მყოფთა და კეთილსულიერად, რომლითა მოიღუწიდნენ მამეულთათჳს, შეშინდა სასჯელისათჳს სისხლითა ყოფად.
14,19 ამისთჳს წარუგზავნა პოსიდონია და ფოდოტა და მატათეა მიცემად და მოღებად მარჯუენისა.
14,20 ხოლო მრავალსა ამისთჳს ყოფდეს განზრახვასა და მჴედართ-მტავრისა ერთა მაუწყებელისა და ყოფილისა ერთჴმობით ყოველთა სათნოებით თანა-სათნო-იჩინდეს მშჳდობასა ზედა,
14,21 და უწოდეს დღე, რომელსა შინა ცალკერძ შტამოვიდენ ერთბამად; და მოვიდა, და დაუდგნეს პირად-პირადსა სასხდომნი.
14,22 ხოლო უბრძანა იუდა საჭურველებითა შინა მზა-ყოფად ადგილსა შინა მარჯუეთა, რათა ნუოდეს წინა-აღმდგომთაგან მეყსა შინა ბოროტის-ყოფა იქმნას და ეროვანებულთა ზრახვასა საერთოდ ჰყოფდეს.
14,23 ხოლო ეგო ნიკანორ იერუსალჱმსა საერთოდ ჰყოფდეს.
14,23 ხოლო ეგო ნიკანორ იერუსალჱმსა შინა და არავისვე ძჳრსა უყოფდა, ხოლო სამწყსო ერთა შეკრებულთა განუტევა.
14,24 ხოლო აქუნდა იუდა მარადის პირსა შინა, მიდრკა კაცისა სულიერისა.
14,25 ხოლო ევედრა მას ქორწინებად და შვილთა ყოფად. იქორწინა, კეთილად სცხორა, საერთოდ სცხორებულობდა.
14,26 ხოლო ალკიმ იხილა შორის მათსა კეთილშეწყნარება და ქმნილნი განზრახვანი, აღიღო, მოვიდა დიმიტრის მიმართ და ეტყოდა, რამეთუ ნიკანორ საქმეთათჳს უცხოთა ბრძნობს, რამეთუ იუდას, ძჳრის-მზრახველს სამეფოსას, საქმეთათჳს უცხოთა ბრძნობს, რამეთუ იუდას, ძჳრის-მზრახველს სამეფოსას, მოადგილედ მიიღებს თჳსად.
14,27 ხოლო მეფე განრისხნა და ყოვლად-უკეთურთა შესმენისა მის განრისხებულმან მი[ს]წერა ნიკანორს: თქმული უწყებულებათა ამათთჳს მძიმე ჩემდა არს ტჳრთვად; გიბრძანებ შენ მაკაბელისა შეკრულისა გამოგზავნად მსწრაფლ ანტიოქიასა შინა.
14,28 ხოლო სცნო ამათთჳს ნიკანორ, შეძრწუნდა და მძიმედ მოითმენდა აღთქმულისა განგდებად არარასავე მის კაცისა უსამართლოებისა,
14,29 არამედ ვინათგან მეფისა წინა-აღმდგომობისა არა იყო შესაძლებ, კეთილჟამეულ იცევდა მანქანებითა მჴედართა ამის ყოფად.
14,30 ხოლო მაკაბელმან იხილა კრებათა ზედა უფიცხეს მოქმედება ნიკანორასი ჩუეულებისა შემთხუევა მრისხანე არიან, და გულისხმა-ყო არა-კეთილობისაგან ყოფად ფიცხლობისა ამას, შეკრიბა არა-მცირე, რომელი იყვნენ გარემო თჳსა, დაჰფარა ნიკანორისაგან.
14,31 ხოლო სცნა მეორემან, რამეთუ ძლიერად მანქანებით წინამქცეველობს, მოვიდა დიდისა მიმართ და წმიდასა ტაძრისა, მღდელობით ჯეროვანებულის მსხუერპლისა შემწირველობით, უბრძანა მიცემად კაცთა.
14,32 ხოლო ამით ფიცით ეტყოდეს, რამეთუ არა უწყიან, სადა არს საძიებელი,
14,33 განიპყრა მარჯუენე ტაძარსა ზედა ამით ფიცითა: უკუეთუ არა მომცეთ მე შეკრული იუდა, ესე ტაძარნი ღმრთისა თანა-სწორ მიწისა ვჰყო და საკურთხეველი აღმოვთხრო და ბომონი დიონოსისა დიდებული აღვადგინო აქა.
14,34 და ესე თქუა, განვიდა, ხოლო მღდელთა განიპყრეს ჴელნი ზეცად, ხადოდეს მყოფსა მარადის თანა-მბრძოლისა ნათესავისა მათისა, ამას იტყოდეს:
14,35 შენ უფალი ყოველთა ხარ, არა მოჴამსევ, რომელ სათნო-იჩინენ ტაძარი სავანე შენისა ყოფად ჩუენ შორის.
14,36 და აწ, ?ი წმიდაო, ყოველსა წმიდა-მყოფელო უფალო, დაიცევ უკუნისამდე შეუგინებლად ესე ტაძარი, უყოვნებელად განწმენდილი, და დაჴშ ყოველნი ბაგენი უსამართლონი.
14,37 ხოლო რაზი ვინამე მოხუცებულთაგან იერუსალჱმელთა შესმენილ იქმნა ნიკანორასა, რამეთუ კაცთ-მოყუარე მოქალაქეთა და ფრიად კეთილმეტყუელი და კეთილშეწყნარებისაებრ მამათა ებრაელთა სახელდებული.
14,38 რამეთუ იქმნა შეტანილ პირველთა შინა ჟამთა, არა შერეულა სასჯელთა ებრაელთა შინა, რამეთუ ჴორცსა და სულსა იუდელთათჳს განყიდდა თანა ყოვლითა წადიერებითა.
14,39 ხოლო მნებელი ნიკანორ ცხადად ყოფად სიძულილი, რომელი აქუნდათ იუდასა ზედა, წარგზავნა მჴედარნი უფროს ხუთასი შეპყრობად მისა.
14,40 რამეთუ ჰგონებიდა მისსა შეპყრობასა, მით შეიქმს საბრალოებას.
14,41 ხოლო სიმრავლესა თემთასა უნებდათ გოდოლი შემოპყრობად და ბჭისა კართა დაჴსნიდეს და უბრძანეს ცეცხლისა მოღებად და ბჭეთა დაწუად.
შეიპყრა, მიერითგან მყოფი მახჳლითა განიგურიმა.
14,42 უმჯობეს ძლიერად ინება სიკუდილად, ვიდრეღა უსჯულოებითა ქუე ჴელთა შინა ყოფად და თჳსისა კეთილნათესაობისა უღირსი უპატიოებად.
14,43 ხოლო მოსწრაფებისათჳს უკუდავი წყლულება იქმნა, და ერთა შინაგან ბჭეთა ეჯრებოდენ, მირბიოდა კადნიერად, ზღუდესა გარდიგდო თჳთ თავი თჳსი მჴნედ ერთა ზედა.
14,44 ხოლო იმათ მსწრაფლად განლტოლვით და ყოფილის განშორებით დაეცა საშუალი მუცლისა შორის მათსა.
14,45 ხოლო კუალად სულთ-მთქმელი და აღგზებული სულითა აღდგა, სისხლი მისი ნაღუარევსა დიოდეს და უმძიმესითა მყოფით მლტოლვარე შორის ერთა განვლო და დადგა რომელსამე ზედა ლოდსა სიპსა;
14,46 მარადის აწ უსუსხლო იქმნა, აღმოიგლიჯა შინაგანი თჳსნი და აღმოიღო ორითავე ჴელითა, შეაგდო ერთა ზედა და ხადა მფლობელსა ცხოვრებისა და სულისასა, რატა ესენი მისა კუალად მიეცეს, და ამით სახითა ცხოვრებას განევლტო.

თავი XV. თავი მეათხუთმეტჱ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39

B
15,1 ხოლო ნიკანორ იხილა, რამეთუ იუდა ადგილთა შინა სამარიასათა, განიზრახა თანა ყოვლითა შეთქმულებითა დღესა შინა შაბათისასა მათ ზედა დასხმად.
15,2 ხოლო დაჭირვებისაებრ შედგომილნი მისნი ებრაელნი იტყოდეს: არა ვითარმე ესრეთ მჴეცებრ და ბარბაროზებრ რატა წარსწყმიდო, ხოლო დიდებაჲ მიეც უმეტეს პატივს-ცემულს და ყოვლისა შემძლებელს თანა წმიდათა დღეთა.
15,3 ხოლო უღმრთო იკითხავიდა: ძნიად არც ცათა შინა ძლიერი, რომელმან ბრძანა დღესასწაულობად დღე შაბათაა?
15,4 ხოლო იგინი მიუგებდეს: არს უფალი ცხოველი ესე ცათა შინა ძლიერი, რომელმან ბრძანა უქმობად დღე მეშჳდე.
15,5 ხოლო მან ჰრქუა: მეცა ძლიერ ვარ ქუეყანასა ზედა, ბრძანებად მოღებად საჭურველისა და მეფისა საჴმართა აღსრულებად! გარნა ვერ იპყრა შესრულებად უბადრუკისა თჳსისა განზრახვისა.
15,6 და ნიკანორ უკუე დიდითა ამპარტავანებითა ამაღლდა, განიზრახა საერთო ბრძოლა და დადგინებად იუდასა ზედა.
15,7 ხოლო მაკაბელი მარადის ესვიდა თანა ყოვლისა სასოებითა შეწევნასა უფლისაგან მიმთხუევად
15,8 და ნუგეშის-ცემად თჳსთა, რათა არა შეუშინდენ მოსლვასა წარმართთასა, ხოლო რათა ჰქონდესთ მეცნიერებასა შინა პირველყოფილისა მათდა ზეცითგან შეწევნა და აწ რათა ელოდენ ყოვლის-მპყრობელისაგან ყოფად თავისა თჳსისა ძლევასა და შეწევნასა.
15,9 და სწავლნა იგინი სჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ხოლო მომჴსენებელი მათდა პირველქმნილთა ღუაწლთა, გულის-მოდგინე ყვნა იგინი.
15,10 და სულითა აღძრნა იგინი, აუწყებდა ერთბამად, აჩუენა მათ წარმართთა მოკლება და ფიცთა გარდამავლობაჲ
15,11 და თჳთეული მათი შეჭურა, არა ეგრე ფარებითა და შუბებითა განამტკიცნა, რათა სიტყჳთა კეთილითა ნუგეშინი-სცა და მიუთხრა სიზმარი ღირსი სარწმუნოებისა, მუცელი ყოველთა განახარა.
15,12 ხოლო იქმნა ხილვა მისი ესევითარი: ონია, ყოფილი მღდელთ-მთავარი, კაცი სახიერი და კეთილი, კეთილმმარხველი ხილვითა, ხოლო მშჳდი ჩუეულებითა და სიტყჳთა კეთილშუენიერი და სიყრმითგან წურთილი ყოვლითავე კეთილმოქმედებითა ამისი, ჴელთა აღმპყრობელი და ვედრებად ყოვლისათჳს ერისა ებრაელისა იხილა.
15,13 რამეთუ ამისა შემდგომად გამოჩინება სხჳსაცა კაცისა მჴცოვანისა და დიდებითა საკჳრველი, ხოლო საკჳრველ ვითარმე და დიდშუენიერი, გარემოს მისსა ყოვლად-არმატებული.
15,14 ხოლო მიმგებელმან ონიასა ჰრქუა: ესე არს ძმათ-მოყუარება, რომელსა მრავლად ილოცავ ერისათჳს და წმიდისათჳს ქალაქისა იერემია, წინაწარმეტყუელი ღმრთისაჲ.
15,15 ხოლო განირთხა იერემია მარჯუენა, მისცა იუდასა მახჳლი ოქროსა, ხოლო მიმცემელმან ჴმა-უყო ესე:
15,16 მიიღე მახჳლი, ნიჭი ღმრთისა მიერ, რომლითა შემუსრა წინააღმდგომი.
15,17 ხოლო განძლიერდეს სიტყჳთა იუდასითა ყოვლად-კეთილითა და შემძლებელითა სიმჴნისა მიმართ მიმართვად და სულნი ჭაბუკთანი წარმართებად; განიზრახვიდეს არა დაბანაკებად, არამედ მჴნედ დასცმად და თანა ყოვლითა ძლიერებითა მცემელობისათა სჯად ნივთისა, ვინათგან და ქალაქი და წმიდაჲ და სიწმიდე შეიჭირვებენ.
15,18 რამეთუ იყო ცოლთათჳს და შვილთა, ხოლო კუალად ძმათათჳსცა და ნათესავთა მცირე მათდა ღუაწლი, ხოლო უდიდებულესი და პირველნი შიშნი სამღდელოთა ტაძრისათჳს.
15,19 ეგრეთვე და ქალაქთა შინა დაშთომილთა არა-უმცირე მწუხარებითა, შეძრწუნებულთა ჩუეულსა ზედა მნებელთა ყოფად ვნებისა.
15,20 და ყოველთა აწ მგონებელთა ყოფადისა სასჯელისა და წინა-აღმდგომთა აწ შემრეველთა და მჴედრობის წესებულ განყოფილის ყოფილისა და მჴეცებრ და ჯეროვანსა კერძოსა შინა დადგინებულითა და კუთხთა მიერ განწესებულნი.
15,21 გულისხმის-მყოფი მაკაბელი სიმრავლის შემოსლვისა და საჭურველთა პირად-პირადთა განმზადებისა და განძჳნება მჴეცთა, განირთხა ჴელნი ზეცად, ხადა სასწაულთ-მოქმედსა და გარდმომხილველსა უფალსა. სცნა, რამეთუ არა საჭურველთა არს ძლევა, არამედ ვითარცა მას სათნო-უჩნდეს, მისცეს ღირსტა ძლევა.
15,22 ხოლო ჰრქუა, რომელსა ხადა ამით სახითა: შენ, მეუფეო, რომელმან მოავლინე ანგელოზი შენი თანა ეზეკია, მეფისა იუდაჲსა, და მოსწყჳდენ მჴედართაგან სენაქერემისასა ოთხმეოცდახუთი ათასი,
15,23 აწცა, მეუფეო ძლიერო, ზეცით მოავლინე ანგელოზი შენი კეთილი წინაშე ჩუენსა, შიშითა და შეძრწუნებად მათდა,
15,24 დიდითა მკლავითა შენითა, რათა შეეშინნეს, რომელნი გმობით მოსრულან წმიდათა ერთა შენთა ზედა; ხოლო ესენი უკუე ესრეთ ევედრებოდეს.
15,25 ხოლო ნიკანორ და რომელი იყვნეს მის თანა, საყჳრითა და გალობითა მოეახლებოდეს.
15,26 ხოლო იუდა და მყოფნი მის თანა მოწოდებითა და ვედრებითა აღერივნეს წინა-აღმდგომთა,
15,27 რამეთუ ჴელითა უკუე ბრძოდეს, ხოლო გულითა ღმრთისა მიმართ ევედრებოდეს. განართხნეს უფროს ოცდაათხუთმეტი ათასი, გამოცხადებითა ღმრთისათა ფრიად განიხარებდეს.
15,28 ხოლო დასცხრებოდენ მოწყუედისაგან და სიხარულით მოიქცეოდეს. სხნეს ნიკანორასი დაცემა თანა ყოვლითა მახჳლითა თჳსითა.
15,29 ხოლო იქმნა ტყება და შფოთი, აკურთხევდეს ძლიერსა მამეულითა ჴმითა.
15,30 და უბრძანა, რომელმან ყოვლითა ჴორცითა და სულითა პირველმომღუაწებელი მოქალაქეთათჳს, რომელი ჰასაკისა კეთილშეწყნარებულისა თჳსისა მიმართ თემისა დამცველმან, იუდამ, ნიკანორასა ღავისა და ჴელისა მჴრითურთ მოკუეთა და მოღებად იერუსალჱმსა შინა.
15,31 ხოლო მოვიდა მუნ და შემოუწოდა ყოველსა ერთმონათესავეთა თჳსთა და მღდელთა და წინაშე საკურთხეველისა დადგა, მოუწოდა მყოფთა კიდურ ქალაქთა შინა.
15,32 და უჩუენა მათ შეგინებული თავი ნიკანორასი და ჴელნი მგმობარისა, რომელი განირთხა ტაძარსა ზედა წმიდასა ყოვლის-მპყრობელისასა აღმაღლებელი.
15,33 და ენაცა არაწმიდისა ნიკანორასი აღმოჰკუეთა და ბრძანა წილსა ზედა განაწილებად ფრინველთა, ხოლო ჴელისა უგუნურისა წინაშე ტაძრისა დამოკიდებად.
15,34 ხოლო ყოველნი ზეცათა უფალსა აკურთხევდეს გამოჩინებულსა მეტყუელნი: კურთხეულ არს, რომელმან დაიცვნა ადგილნი თჳსნი შეუგინებელად.
15,35 ხოლო დამოჰკიდეს ნიკანორას თავი კიდურ ქალაქსა ზედა, საუწყებელი ყოველთა და გამოჩინებისა უფლისა სასწაულისა შეწევნად.
15,36 და განრჯულეს ყოველთა საერთოდ ზრახვითა არა ვიტარვე დატევებად თჳნიერ დღესასწაულობისა დღესა ამის, ყოფად დრესასწაული ესე მეათსამეტესა დღესა შინა მეათორმეტისა თჳსასა, რომელი ითქმის სჳრელთა ჴმითა ადარ, წინაშე ერთითა დღეითა მარდოხას დღისა.
15,37 ხოლო ესე უკუე რომელნი ნიკანორასათჳს აქუნდესთ ესრეთ; და ამათგან ჟამთა დაიპყრეს ქალაქი ებრაელთაგან, და მეცა აქა დაუტეო სიტყუა.
15,38 და უკუეთუ კეთილ და შეთქმულად შეწყობილებითა ამისი თჳთცა ვინმე, ხოლო უკუეთუ მცირეფასეულ და ზომიერ ესე შემდგომად შესაძლებელად ჩემდა იყო.
15,39 რამეთუ ვითარცა ღჳნო ცალკე სუმად, ეგრეთვე წყლისაცა კუალად წინააღმდგომ არს, არამედ რომლისა სახით ღჳნო წყლითურთ განზავებული ტკბილ და სიხარულის მადლსა აღასრულებს, ეგრეთვე და შეწყობილება და შემკობა სიტყუათა ახარებს სასმენელთა მსმენელთასა. მატიანე, ხოლო აქა რათა იყოს დასასრული.